მუსიკოსი და კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში ვაჟის ფოტოს აქვეყნებს.
„ამასობაში ამხელა შვილი მყავს“,- წერს მუსიკოსი.
აღნიშნულ პოსტს უამრავი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა:
„და თანაც საოცარი შვილი! უნიჭიერესებო!“,
„დათუნა, უნიჭიერესი“,
„ბედნიერი გიმყოფოთ ღმერთმა!“,
„ვაუ მართლა რამხელები არიან ამასობაში. საოცარი შვილები“,- წერენ ფოტოს კომენტარებში.
მაიკო კაჭკაჭიშვილი დაქორწინებული იყო მუსიკოს ლევან ლაზარიაშვილზე. წყვილს ორი ბიჭი, ტყუპი ჰყავთ. ძმები მუსიკისადმი ინტერესს ყოველთვის ავლენდნენ, მათ განსაკუთრებული ნიჭიც აქვთ და მაიკო შვილების ნამღერს სოციალურ ქსელშიც ხშირად აზიარებს.
კომპოზიტორმა წონაში საგრძნობლად დასაკლებად რამდენიმე წლის წინ კუჭის დაპატარავების ოპერაცია გაიკეთა, სოციალურ ქსელში კი დაწერა, რომ მას ამ ნაბიჯის გადადგმა ბულინგით აიძულეს.
„მოკლედ, ვითარდება სამყარო, ასევე ჩვენც. ახლა ჭარბწონიან გოგონაზე რაიმე გადაბრუნებული რომ თქვა, ხატზე გადაგცემენ, ჩაგქოლავენ, ამას როგორ ბედავო. ჰოდა, სად იყავით 2017 წელს, თქვე მამაცხონებულებო, კუჭი რომ მომაჭრევინეთ. სცენაზე ვერ ვდგებოდი, ისეთი სახეებით მიყურებდით. ეჰ, რავა ყველაფერს ბედი უნდა, რა“, – დაწერა მაიკო კაჭკაჭიშვილმა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ