საქართველოს ნაკრების წევრი ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის შესახებ წერს.
იგი საზოგადოებას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის.
„ამაყები და თავაწეულები ვტოვებთ ევროპის ჩემპიონატს! უამრავი საოცარი ემოციით და მოგონებით.
ჩვენს ხალხს და ქვეყანას ბევრი სიხარული და სიამაყის წუთები ვაჩუქეთ, ამით ყველაზე ბედნიერი ვარ, როცა ვხედავდი ტრიბუნებზე, ტელევიზორებთან, ქუჩებში გახარებულ ქართველებს. მინდა მადლობა გითხრათ ყველას, ვაგრძელებთ შრომას, განვითარებას და დაგიბრუნდებით უფრო ძლიერები ❤️
მადლობა!!“, - წერს ხვიჩა კვარაცხელია.
View this post on Instagram
აგრეთვე დაგაინტერესებთ: