„ნაციონალური მოძრაობის” წევრი ანა წითლიძე უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ალიკა ცაავას დაკრძალვაზე მისულ უკრაინის თავდაცვის ატაშეს ფოტოს აქვეყნებს და ამბობს, რომ მის საქციელზე ამაღელვებელი რამ არასდროს უნახავს.
„ამაზე ამაღელვებელი არაფერი მინახავს.
ალიკა ცაავას დაკრძალვაზე, უკრაინულ სამხედრო ფორმაში, მარტო, გვირგვინით ხელში, უკრაინის დროშით, შემოვიდა. სამხედრო პატივი მიაგო ალიკას და მადლობა გადაუხადა.
მარტო გამოვიდა და დიდი ხანი იდგა მარტო. უკრაინის სამხედრო ატაშე აღმოჩნდა.
დიდება უკრაინას, დიდება გმირებს”, – წერს ანა წითლიძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🎥 BBC: ანჯელინა ჯოლი ლვოვში ჩავიდა
„გთხოვთ, თუ ვინმეს გაქვთ საშუალება შეიფაროთ დროებით ოჯახი“ - სოფო ჭყონია საზოგადოებას მიმართავს