დათი ქოქრაშვილი საზოგადოებამ შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავარიის შემდეგ გაიცნო. მას სწრაფად მიმავალი ავტომობილი დაეჯახა, რომლის შემდეგაც რთული რეაბილიტაციის კურსის გავლა უწევს.
დაახლოებით, 2 კვირის წინ დათის ოპერაცია ჩაუტარდა, რომელიც 15 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მისი მკურნალობისთვის დიდი თანხებია საჭირო, რის გამოც ემიგრანტებმა საქველმოქმედო კონცერტი მოაწყვეს.
„აი, რა უნდა ვთქვა არ ვიცი.
ამდენი კილომეტრის მოშორებით, ამდენი კეთილი ადამიანი გვერდში, რომ დაგიდგება რა უფლება გაქვს, რომ უკან დაიხიო რამეზე.
ოქროს ადამიანები ხართ, სიყვარულით და სითბოთი სავსე. მიყვარხართ გულით, სულით, მადლობა სიყვარულისათვის და მეგობრობისათვის“, - წერს დათის მამა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორ გულშემატკივრობენ სალომე ღვინიაშვილი და მანიკა ასათიანი მეუღლეებს
⭕სანდრო გირგვლიანის დედის, ირინა ენუქიძის გარდაცვალებიდან 17 წელი გავიდა