Digest Logo

„ამერიკა თუ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ეგ რატომ არ გვიუქმებს ვიზებსო... ჰე, აბა, შევესიეთ მოსკოვებს და ლენინგრადებს 37 მანეთად“ - რას წერს მერაბ მეტრეველი

1683728869
მერაბ მეტრეველი

რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გამოსცა. განკარგულების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან უქმდება.

🔵 რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ეხმაურება და წერს:

„უცხვირპირო რუსეთუმეებმა ეგრევე ახალი მესიჯით დაიწყეს მოძრაობა: ამერიკა თუ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ეგ რატომ არ გვიუქმებს ვიზებს, აგერ რუსეთმა გააუქმაო.  

ტიპები იმ დონის ნაგლები არიან, ერთმანეთის გვერდით აყენებენ ერთის მხრივ ქვეყანას, რომელიც ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას არათუ აღიარებს, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე იცავს მას, გვეხმარება არაღიარების პოლიტიკაში, გვეხმარება თავდაცვის უნარიანობის ამაღლებაში და მეორეს მხრივ, იმ ქვეყანას, რომელიც ჩვენს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, თავად წაგვართვა ტერიტორიები, მათი დამოუკიდებლობა აღიარა, ქვეყნის ოცი პროცენტის ოკუპაცია მოახდინა, ქალაქები დაგვიბომბა, ხალხი დაგვიხოცა და ითხოვს, ახალი რეალობა აღიარეთო.

ამ ორ ქვეყანას ერთმანეთის გვერდით აყენებენ და ამერიკა რანაირი მეგობარია, ვიზებს არ გვიხსნის, რუსეთმა კი მოგვიხსნაო.

დაგეწვათ მესიჯების მომგონი“, - წერს მერაბ მეტრეველი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „მთის ჰაერივით სუფთა კაცი და პოეტი დაკარგა ხევსურეთმა“- გარდაიცვალა ბერდია არაბული

🎥 „რეზერვისტებში ერთს ბომბი გაუვარდა, არ იცოდნენ მოხმარება და ერთი მოკვდა“ - რას იხსენებს მსახიობი რამაზ იოსელიანი 2008 წლის ომზე

🔵 „ერთი არ წასულხართ რა,რუსეთუმეებს გეხებათ, რა თქმა უნდა“ - ნათია ფანჯიკიძე რუსეთის გადაწყვეტილებაზე