რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გამოსცა. განკარგულების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან უქმდება.
🔵 რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა
აღნიშნულ გადაწყვეტილებას ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე, სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:
„რუსეთში ვიზა აღარ გჭირდებათ. ერთი არ წასულხართ რა.
„ააა შე აფერისტო“ არ მათქმევინოთ იცოდეთ. რუსეთუმეებს გეხებათ, რა თქმა უნდა.
„ვისაც ევროპა გინდათ, წადით“ - ამის პასუხია, ნიშნისმოგებით, თორემ არსად არ გაგდებთ, დეეტიეთ აქანა“,- წერს ფანჯიკიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 „მთის ჰაერივით სუფთა კაცი და პოეტი დაკარგა ხევსურეთმა“- გარდაიცვალა ბერდია არაბული