ნიუ-იორკში, ბრუკლინის რაიონში, საქართველოს მოქალაქე ტრაგიკულად დაიღუპა. პროფესიით ექიმი, 38 წლის გურამ შინჯიკაშვილი, ტრაილერში გარდაცვლილი იპოვეს.
ახლობლების ინფორმაციით, ის ქართველებთან ერთად მუშაობდა. დილით ტრაილერი დატვირთა, საღამოს კი აღარ გამოჩნდა. მეგობრებმა სატვირთოს შუშები ჩაამტვრიეს და მის ცხედარს მიაკვლიეს.
მათივე ვერსიით, კაცს სავარაუდოდ ჩაეძინა, ჩართული დარჩა ღუმელი, რის შედეგადაც გაიგუდა.
„შენ წარსულში როგორ უნდა მოგიხსენიოთ გურო, რა დაუნდობელია ეს წუთისოფელი, რა გინდოდა სიკვდილო ამ ალალ-მართალი ბიჭისგან.
როგორ გინდოდა ჩემი მანდ ჩამოსვლა, ახლა კი შენ მოდიხარ ჩვენთან, ჩვენო მოუშუშებელო ტკივილო“, - წერს ლიკა ბაღაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕პრინციპები ზოდიაქოს ნიშნის ძალის მიხედვით: სიყვარული, სულიერება, ხედვა და ფილოსოფია✨