📚 5 რჩევა: როგორ შევაყვაროთ ბავშვებს სწავლა
ბევრი მშობლისგან გამიგია: „ჩემს ბავშვს სწავლა არ უყვარს…“, თუმცა ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ბავშვების უმეტესობა ბუნებრივად ცნობისმოყვარეა, თუმცა სწავლაზე მოტივაცია გარემოზეა დამოკიდებული.
მოდით, ვნახოთ ფსიქოლოგების დასკვნები 👇
🔹 1. ბავშვებს ცნობისმოყვარეობა ბუნებრივად აქვთ პატარა ბავშვები დღეში ასობით კითხვას სვამენ: ❓ რატომ არის ცა ლურჯი? ❓ როგორ მუშაობს საათი? ❓ რატომ არ იძირება გემი? როცა მათ კითხვებზე ვპასუხობთ და ინტერესს ვუჭერთ მხარს, ბავშვი სწავლას იწყებს საკუთარი ინტერესით.
🔹 2. შეცდომა სწავლის ნაწილია კვლევები აჩვენებს, რომ ბავშვები უკეთ სწავლობენ, როცა შეცდომის დაშვების არ ეშინიათ. მათი წახალისებისთვის საუკეთესო ფრაზებია: ➡️ „სცადე კიდევ ერთხელ“ ➡️ „შეცდომის დაშვებას არაუშავს, შემდეგში სწორად გააკეთებ“
🔹 3. ბავშვს სჭირდება მოტივაცია და არა მხოლოდ კონტროლი თუ სწავლა მხოლოდ „უნდა“ და „ვალდებულებაა“, ბავშვი მალე კარგავს ინტერესს. მაგრამ როცა ვაჩვენებთ რატომ არის ცოდნა მნიშვნელოვანი, სწავლა აზრს იძენს.
🔹 4. მაგალითი უფრო ძლიერია, ვიდრე სიტყვები თუ ბავშვი ხედავს, რომ მშობელი 📖 კითხულობს 🎓 სწავლობს ახალ რაღაცებს 💡 ინტერესდება სამყაროთი ისიც უფრო მოტივირებული ხდება.
🔹 5. პატარა წარმატებები დიდ მოტივაციას ქმნის! როცა ბავშვს ვეუბნებით: ✔️ „შენ ეს უკვე გამოგივიდა“ ✔️ „დღეს უკეთ გააკეთე, ვიდრე გუშინ“ მის გონებაში ჩნდება შეგრძნება: 👉 „მე შემიძლია სწავლა“ და ეს არის ყველაზე ძლიერი მოტივაცია.
💡 მთავარი კი ის არის, რომ: ბავშვებს სწავლა უყვართ მაშინ, როცა ❤️ მხარდაჭერას გრძნობენ 🧠 შეცდომის არ ეშინიათ ✨ და ხედავენ, რომ ცოდნას აზრი აქვს. სწორ გარემოში ნებისმიერი ბავშვი იწყებს სწავლით ინტერესს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ეს ემოციები დიდხანს გამყვება...“ - კადრები გურჯაანიდან, სადაც დათო კენჭიაშვილის კონცერტი გაიმართა
წყარო: www.facebook.com