ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„ცოდვა არ არის ეს ვჭამე, ის არ ვჭამე, ვიღაც მოვკალი, გარყვნილება ჩავიდინე...
ეს ყველაფერი ნაყოფებია.
ცოდვა ღმერთისაგან შორს მყოფობაა.
ღმერთისაგან შორს მყოფობა მთრგუნავს,
მახრჩობს,
მაუბედურებს,
დეპრესიაში,
მოწყენილობაში მამყოფებს...
ამიტომ ეს რომ არ მინდა დამემართოს — ვერთობი ცოდვით,
ანუ — ვიღებ უღმერთობის ნაყოფებს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ეს ემოციები დიდხანს გამყვება...“ - კადრები გურჯაანიდან, სადაც დათო კენჭიაშვილის კონცერტი გაიმართა