Digest Logo

„ამის ნაანდერძალი თბილი სავარძელი, ბონუსებზე აწყობილი მსუყე ბიზნესს - მედიცინა და გაიდლაინ - „პრიშიკ“-ექიმობა ისე აუვარდა თავში, ტაქტი და კორექტულობა დაავიწყდა“ - ფიქრია შიომღვდლიშვილი ზაზა თელიას

1662186709
ზაზა თელია და ფიქრია შიომღვდლიშვილი

„საქართველო ქვეყანაა, სადაც სასწრაფო დახმარების ბრიგადას „ციმციმა“ აქვს ჩართული, საგზაო მოძრაობის წესებს არღვევს და ეჩქარება, მაგრამ გამოძახებაზე კი არა, არამედ შაურმის საჭმელად ეჩქარება“, - ამის შესახებ ფეისბუკის პირად გვერდზე დერმატო-ვენეროლოგმა ზაზა თელიამ დაწერა.

ზაზა თელიას ამ პოსტს არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, ზოგს სასაცილოდ მოეჩვენა, ზოგმა მოუწონა, რომ სწორად შენიშნა სასწრაფო დახმარების ბრიგადის მოქმედება, ზოგმა კი ის გააკრიტიკა.

კრიტიკოსთა შორის იყო ექიმი ფიქრია შიომღვდლიშვილი, რომელმაც ზაზა თელია ასე გააკრიტიკა:

„ამას როგორც ჩანს მამის ნაანდერძალი თბილი სავარძელი, ბონუსებზე აწყობილი მსუყე ბიზნესს - მედიცინა და გაიდლაინ - „პრიშიკ“ - ექიმობა ისე აუვარდა თავში, ტაქტი და კორექტულობა დაავიწყდა  სასწრაფოს ექიმი იმიტომ დარბის სირენებით, რომ მანქანის კაბინაში ჭამა მოასწროს შემდეგ მისამართამდე, ყველას არ გადაეცა მემკვიდრეობით აწყობილი ბიზნესი, რათა მშვიდად ღეჭოს ლუკმა 

პ.ს. პოსტები არაა შენი ძლიერი მხარე ზაზა, ისევ მუწუკებს მიაწექი“,  - დაწერა ფიქრია შიომღვდლიშვილმა.

ფიქრია შიომღვდლიშვილის საპასუხოდ ზაზა თელიამ ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა სადაც აღნიშნა, რომ მან თავისი შრომით მოიპოვა ყველაფერი, დერმატოლოგობა „პრიშიკობის“ ექიმობას არ ნიშნავს და ყველა ადამიანი, ვინც საგზაო მოძრაობის წესებს არღვევს, პოტენციური დამნაშავეა, არ აქვს მნიშვნელობა, საპატრულო ავტომობილში ზის თუ სასწრაფოში.

„ფიქრია ჩემო კარგო

1. ჩემთან ვიზიტზე რომ ვერ მოხვდი ამიტომ არ უნდა დაიბოღმო;

2. კლინიკა ანდერძით არ გადმომეცა, არამედ მე გავხსენი, თანაც სარემონტო მასალები ჩემი ავტომობილით დამქონდა;

3. ყველა ადამიანი ვინც საგზაო მოძრაობის წესებს არღვევს პოტენციური დამნაშავეა, არ აქვს მნიშვნელობა საპატრულო ავტომობილში ზის თუ სასწრაფოში.

რადგან განათლების პრობლემა არსებობს კიდევ ერთხელ გავიმეორებ - „ციმციმა“ უნდა ჩაირთოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეკიპაჟი გამოძახებაზეა!!!! და არა თუ საჭმელად ეჩქარება!!!

4. დერმატოლოგია რომ „პრიშიკების“ ექიმობა გგონია, ყველაზე რთული დარგია მედიცინაში ჩემო კარგო.

5. როგორც ვნახე ექიმი ხართ, თქვენ რამდენი პაციენტიც მიღებული გყავთ ჯამში, იმდენი უფასო კონსულტაცია მაქვს გაწეული პაციენტებისთვის, ამიტომ მგონია, უხერხულია რასაც წერთ“, - წერს ზაზა თელია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„უმიზეზოდ ადამიანები ტელევიზიიდან, რომლის აშენებაში დიდი როლი ითამაშეს, არ მოდიან !!!“ - ნოდარ მელაძე ვანო ჯავახიშვილზე 

🔵„ძალიან კარგი ამბავი მაქვს ხონში მცხოვრები ადამიანებისთვის...“ - დათო ლიკლიკაძე

🔵„ეს გუნდი, მისი თითოეული წევრი ძალიან ძვირფასია ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, „მთავარი არხის“ ყველა თანამშრომლისთვის“ - ეკა კვესიტაძე