ჟურნალისტი, კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი უკრაინაში, ქალაქ ლვოვში ჰოლივუდის ვარსკვლავის, მსახიობ ანჯელინა ჯოლის ჩასვლას ტელეგრამზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჯოლიზე გული ერევა.
„პირველი შემთხვევაა, როცა ანჯელინა ჯოლის დანახვაზე გული მერევა. გულწრფელად არ მესმის, რატომ არ ჩავიდნენ ანჯელინა ჯოლი და შონ პენი დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკებში“. მათ მთელი ამ წლების განმავლობაში რატომ არ აინტერესებდათ იქ მცხოვრები ადამიანების ბედი.
რატომ ცდილობენ ისინი ასე გულმოდგინედ წარმოაჩინონ, რომ რუსეთი გლობალურ ბოროტებად? რატომ ამტკიცებენ ისინი, რომ ვინც რუსეთის მომხრეა არის ანტიჰუმანისტი და უბრალოდ მონსტრი“, - წერს კანდელაკი.
შეგახსენებთ, ანჯელინა ჯოლი დღეს ქალაქ ლვოვში ჩავიდა. ამერიკელი მსახიობი იუნისეფის კეთილი ნების ელჩია.ჯოლი ლვოვის რკინიგზის სადგურზე მოსახლეობას შეხვდა.
ასევე დაგაინტერესებთ👇