ანუკი ქორქიას საზოგადოება ტელეეკრანებიდან იცნობს, თუმცა ბოლო დროს ის ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს და დიდი აქტიურობით არც სოციალურ ქსელში გამოირჩევა.
ანუკი ქორქია 36 წლისაა. ის პროფესიით სტომატოლოგია, თუმცა ამ სფეროში არ საქმიანობს. ანუკიმ მომავალი მეუღლე, კახა ჩიქოვანი, ინტერნეტით გაიცნო. მაშინ კახა ერთ–ერთ კომპანიაში მარკეტინგის მენეჯერად მუშაობდა. წყვილმა ჯვარი 2012 წლის 19 იანვარს ამაღლების ტაძარში დაიწერა. ამ დღეს მხოლოდ ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები შეიკრიბნენ, გრანდიოზული ქორწილი კი მოგვიანებით შედგა.
კახასა და ანუკის პირველი შვილი გიორგი 2013 წელს შეეძინათ, 2019 წელს კი გოგო, რომელსაც დის, ლიკუნა ქორქიას პატივსაცემად, ლიკა დაარქვეს.
ანუკი ქორქია პატარა ლიკასთან ერთად დუბაიში მოგზაურობს, ამსახველი ფოტოები კი სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „პირდაპირი შეხვედრა მქონდა ღმერთთან მეოთხე შვილის გაჩენის დროს“ - რას იხსენებს თეა დარჩია