გადაცემის „მარტოობის 15 წუთი“, რომლის წამყვანიც მომღერალი ნანკა გვარია, სტუმარი ქორეოგრაფი და „სუხიშვილების“ ყოფილი მოცეკვავე თეა დარჩია იყო, სადაც მან ღმერთის არსებობის შესახებ ისაუბრა. უზენაესის ძალა თეამ მაშინ იგრძნო, როდესაც მეოთხე შვილზე ექიმმა უთხრა, რომ ის დაუნის სინდრომის მქონე იყო, თუმცა საბედნიეროდ ჩვილი სრულყოფილი და ჯანმრთელი დაიბადა.
„პირდაპირი შეხვედრა მქონდა ღმერთთან მეოთხე შვილის გაჩენის დროს, როცა მითხრეს, რომ კარგ ვერსიაში ბავშვი დაუნის სინდრომის იყო.
როცა გაჩნდა აბსოლუტურად ჯანმრთელი, სრულყოფილი, აი, მანდ დავინახე ღმერთი რეალობაში რამხელა ძალაა, მის დაჯერებას, რწმენას რამხელა ძალა აქვს, ისევ იმიტომ, რომ შენ იყო ბედნიერი“, - ამბობს თეა დარჩია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 გვიწევს თუ არა ჩუქებისას საშემოსავლო გადასახადის გადახდა?
🎥 რომელმა ზოდიაქოს ნიშნებმა უნდა გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე მიმდინარე პერიოდში?