Digest Logo

„სულ რაღაც 67 წლის გავხდი, მხოლოდ ერთი რამ ვერ შევძელი, ვერ ავუსრულეთ ჩემს მშობლებს თხოვნა“ - რას წერს გიგი დედალამაზიშვილის დედა

1731314281
ციცი ფალავანდიშვილი

ყველასთვის ცნობილი ბენდის „მგზავრები“ უცვლელი წევრის და ლიდერის გიგი დედალამაზიშვილის დედა ციცი ფალავანდიშვილი 67 წლის გახდა. 

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მან სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა და უფალს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადა.

„დღეს სულ რაღაც 67 წლის გავხდი. მადლობა უფალს ყოველი დღისთვის.

მადლობა იმისთვის, რომ წილად მხვდა მყოლოდა ყველაზე კარგი მშობლები, რომლებმაც ულამაზესი ბავშვობა მაჩუქეს, მყოლოდა ჩემი ძმა, რომელთან ერთადაც ტყუპებივით ვიზრდებოდით და დღესაც ასე ვართ, მყოლოდა გვერდით გია, რომელიც გვერდითაც არ მეშინია არასდროს, მყოლოდა ჩემი უფლის საჩუქრები გიგი და ნინი, თავიანთი ულამაზესი ოჯახებით, მყოლოდა ბებას ოთხი ანგელოზი, მყოლოდა თქვენნაირი მეგობრები.

მხოლოდ ერთი რამ ვერ შევძელი, ვერ ავუსრულეთ ჩემს მშობლებს თხოვნა ვერავინ. სულ ამბობდნენ ციცის დაჭკვიანებას ჩვენ ვერ მოვესწრებით და თუ დაჭკვიანდება, ვინმემ საფლავში ჩამოგვძახეთ, გაგვიხარდებაო.

დღემდე ელოდებიან ჩემს დაჭკვიანებას, მაგრამ ამაოდ.

ვარ ისეთი, როგორიც ვარ  მიყვარხართ, მადლობა ყველას რომ არსებობთ ჩემს ცხოვრებაში. 

სიყვარულით გვეცხოვროს“, - წერს ციცი ფალავანდიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „პირდაპირი შეხვედრა მქონდა ღმერთთან მეოთხე შვილის გაჩენის დროს“ - რას იხსენებს თეა დარჩია

„იგივე განცდებში ვარ, რადგან უზომოდ მენატრება ჩემი ერთადერთი შვილი, რომელიც უკვე ოთხი თვეა არ მეკონტაქტება და არ მელაპარაკება“ - რას წერს ცისნამი საყვარლიშვილი

🎥 გვიწევს თუ არა ჩუქებისას საშემოსავლო გადასახადის გადახდა?