ქართველი ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი იტალიაში მრავალი წელი ცხოვრობდა. ახლა ის ამერიკაში ცხოვრობს, სადაც მან თავისი ცხოვრების სიყვარულიც იპოვა, თუმცა მის ცხოვრებაში შვილთან დაკავშირებული პრობლემებია, რაც მას ძალიან აწუხებს.
ცისნამიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი ერთადერთი შვილი ძალიან ენატრება, რადგან უკვე ოთხი თვეა დედას არ ეკონტაქტება.
„მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, როგორ ხართ?
ბევრი თქვენგანი მწერს: „ცისნამი, სად ხარ დაკარგული? მოგვენატრე! ფეისბუკზე რატომ აღარ ხარ? ხომ ყველაფერი კარგად გაქვს? გამოჩნდი! გვაკლიხარ”.
ეს მესიჯები პირდაპირ მესენჯერიდან დავაკოპირე. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ამხელა ყურადღებისთვის და სიყვარულისთვის.
ბოდიში, რომ მოგაკლდათ ჩემი ჭრელ-ჭრელი პოსტები და აქტიურობა.
კარგად ვარ, ყველაფერი რიგზეა. ოქტომბერი ძალიან დაკავებული თვე მქონდა. შუალედურები, #Midterms2024 მქონდა და ფაქტობრივად თავი სულ წიგნებში მქონდა ჩაფლული. ახლა #Researchpaperwriting-ის დროა და ახლაც ძალიან დაკავებული ვარ.
წლების წინ, როცა იტალიაში ვცხოვრობდი და ჩემს შვილთან განშორებას ძალიან განვიცდიდი, იცით რამ გადამარჩინა და გამომიყვანა მდგომარეობიდან? იცით, დღეს რომ მე ისევ ადამიანი ვარ რისი დამსახურებაა? სწავლის, კითხვის და მხატვრული ლიტერატურის. სწავლამ და მხატვრულმა ლიტერატურამ გადამარჩინა.
ახლა როცა იგივე განცდებში ვარ, რადგან უზომოდ მენატრება ჩემი ერთადერთი შვილი, რომელიც უკვე ოთხი თვეა არ მეკონტაქტება და არ მელაპარაკება, იცით რა მაცოცხლებს? სწავლა, კითხვა და მხატვრული ლიტერატურა. იმის მაგივრად რომ დეპრესიაში ჩავვარდნილიყავი, სწავლას მივეძალე და ასე განათლების მიღებაში გადის დრო. აღარ მრჩება დრო არაფრისთვის. არც დარდისთვის, არც ტკივილისთვის, აღარც ფეისბუკისთვის.
მაგრად ვარ, ამ სემესტრში სახელმძღვანელოების გარდა, სამი წიგნი წავიკითხე. სამივეზე #responseessay დავწერე და მივხვდი თუ როგორ გავიზარდე როგორც პიროვნება. რამდენი რამ ვისწავლე და გავიაზრე. ინტელექტუალური შიმშილი გამოგიცდიათ? მე ასეთ შიმშილს ვგრძნობ წიგნების მიმართ.
ვაგრძელებ სწავლას. ამასობაში ნიუ-იორკში აცივდა და გემრიელი წვნიანების დრო მოვიდა.
ვამზადებ გოგრის უგემრიელეს „სუპს“. რეცეპტი შეგიძლიათ ნახოთ, ჩემს მეორე წიგნში, რომელიც #ბიბლუსში იყიდება. აუცილებლად შეიძინეთ, მოამზადეთ უცხოური კერძები და ისიამოვნეთ.
ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანია, გავავრცელო სიყვარული ყველას მიმართ“, - წერს ცისნამი საყვარლიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 გვიწევს თუ არა ჩუქებისას საშემოსავლო გადასახადის გადახდა?
🎥 რომელმა ზოდიაქოს ნიშნებმა უნდა გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე მიმდინარე პერიოდში?