Digest Logo

„აქ მოიპოვებ ყველაზე დიდ გამარჯვებებს“ - რა კადრებს გვიზიარებს ილია თოფურია

1780063300
ილია თოფურია

UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია მსუბუქი დივიზიონის ჩემპიონია, რომელსაც ოქტაგონზე თეთრ სახლში 14 ივნისს ვიხილავთ.

ქართველი ჩემპიონის მოწინააღმდეგე იქნება ჯასტინ გეიჯი, რომელმაც მის არყოფნაში 70 კილოგრამ წონითი დივიზიონის დროებითი ქამარი მოიგო.

ილია ამჯერად, სოციალურ ქსელში ახალ კადრებს აქვეყნებს, სადაც ჩანს თუ როგორ ემზადება ამ ისტორიული ბრძოლისთვის. 

„როცა არავინ ეძებს.

როცა ყველა ისვენებს.

მომენტები, როდესაც იცი დაღლილობა, ეჭვი და შიში.

მომენტები, როდესაც გონებას ავარჯიშებ, რომ სვლა განაგრძო, მიუხედავად იმისა, თუ როგორ გრძნობ
ეს არის ის ადგილი, სადაც ეჭვს თავდაჯერებულობად აქცევ.

სწორედ აქ ამყარებ ნდობას, რომელსაც ვერავინ მოგცემს და ვერავინ წაგართმევს.

აი აქ აანთებ ალს, რომლის ჩაქრობაც შეუძლებელია. სწორედ აქ მოიპოვებ ყველაზე დიდ გამარჯვებებს.

ქამრები მოპოვებულია ვარჯიშზე. შეჯიბრება არის მხოლოდ ის დღე, როდესაც მათ აიღებ“, - წერს ილია თოფურია. 

ნახეთ, ფოტოები 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ადამიანის გონება მხოლოდ რეალობას არ აღიქვამს, ის მასზე ზემოქმედებს კიდეც“ - გონების კოდი

⭕ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

რას გვიქადის ლურჯი მთვარე მშვილდოსანში და რას მივაქციოთ ყურადღება? - ეზოტერიკოსის რჩევები