ცნობილი ქართველი მოდელის, მარიამ შუკაკიძის ყოფილი მეუღლე, დავით ბოლქვაძე, სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას დაშორების შესახებ საკუთარ პოზიციას უზიარებს.
როგორც ბოლქვაძე წერს, იგი მადლობას უხდის გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყოფილი მეუღლის მიმართ მხოლოდ პატივისცემასა და მადლიერებას გრძნობს:
„ჩემო კეთილო ადამიანებო, ყველამ გაიგებდით, რომ, სამწუხაროდ, მე და ჩემი მეუღლე დავშორდით. ძალიან ბევრმა ეს ამბავი გულთან მიიტანეთ, რისთვისაც მადლობას გიხდით.
მინდა, რომ ყველა ჩემს მეგობარს ესმოდეს: ჩემმა ყოფილმა მეუღლემ სამი ანგელოზი მაჩუქა, რისთვისაც მე ყოველთვის მადლიერი ვიქნები. მე, პირადად, ჩემს ყოფილ მეუღლეს მუდამ ბედნიერებას ვუსურვებ.
უფლის ნება იყო, რაც მოხდა და უფლის ნება იქნება, რაც მომავალში იქნება. არავის მივცემ უფლებას, ჩემი შვილების დედაზე ცუდი ილაპარაკოს; არანაირად არ მესიამოვნება რაიმე უსიამოვნოს გაგება და მექნება შესაბამისი რეაქცია, როგორც ყველა ღირსეულ კაცს.
უფალმა დაგლოცოთ ყველა და ტკბილი ღვთისმშობლის კალთა ფარავდეს ყველა ჩვენგანის ოჯახს“, - წერს დავით ბოლქვაძე.
შეგახსენებთ, რომ მარიამ შუკაკიძე და დავით ბოლქვაძე 8-წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდნენ. წყვილს სამი საერთო შვილი ჰყავს. დავით ბოლქვაძე პროფესიით გემის კაპიტანია, მარიამი კი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინფლუენსერი და მოდელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ჰანდე ერჩელის ნარკოლოგიური ტესტის პასუხი ცნობილია - რას წერს თურქული მედია პოპულარულ მსახიობზე?