მსახიობი რუსკა მაყაშვილი სოციალურ ქსელში რობერტ სტურუას ახალ სპექტაკლს „ვეფხისტყაოსანს“ და მის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება.
მაყაშვილი სოლიდარობას უცხადებს მსახიობ ქეთი სვანიძეს, რომელიც სპექტაკლში თინათინის როლს ასრულებს და საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა. რუსკა მაყაშვილის თქმით, თანამედროვე ეპოქაში ხელოვნებაში სიშიშვლე გასაკვირი არ უნდა იყოს:
„ახლა, ამ საუკუნეში, სიშიშვლე არ უნდა გვაკვირვებდეს და არც ნაწარმოების ხელშეუხებლობაზე უნდა ვიგლეჯდეთ თმას. მთავარი მხოლოდ ისაა, რა ფორმითაა ნათქვამი სათქმელი. ეს ფორმა შეიძლება მოგვწონდეს ან არა - ეს უმარტივესია! სოლიდარობა ჩემს მეგობარ მსახიობს, ქეთი სვანიძეს!“, - წერს რუსკა მაყაშვილი.
ცნობისთვის რობერტ სტურუას სპექტაკლი, რომელიც შოთა რუსთაველის პოემის „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით დაიდგა, საზოგადოების განხილვის საგანი გახდა. საზოგადოების ერთი ნაწილი ამბობს, რომ პერსონაჟები ვულგარულები იყვნენ და მათ საერთო არაფერი აქვთ პოემის გმირებთან. ნაწილი კი აღფრთოვანებით შეხვდა სპექტაკლის სიუჟეტს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ჰანდე ერჩელის ნარკოლოგიური ტესტის პასუხი ცნობილია - რას წერს თურქული მედია პოპულარულ მსახიობზე?
⭕„გთხოვთ, ვინც ამ პოსტს წაიკითხავთ დამეხმარეთ, გემუდარებით…“ - ნანუკა გულუა საზოგადოებას მიმართავს