Digest Logo

ჰანდე ერჩელის ნარკოლოგიური ტესტის პასუხი ცნობილია - რას წერს თურქული მედია პოპულარულ მსახიობზე?

1775670522
ჰანდე ერჩელი

სტამბოლში მიმდინარე მასშტაბური გამოძიების ფარგლებში, პოპულარული თურქი მსახიობის, ჰანდე ერჩელის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გასაჯაროვდა.

სასამართლო მედიცინის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ მსახიობის ორგანიზმში აკრძალული ნივთიერებების კვალი არ არსებობს. ექსპერტიზამ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება არ დაადასტურა და ტესტის პასუხი უარყოფითია.

მიუხედავად იმისა, რომ ერჩელის მიმართ არსებული ეჭვები სრულად გაიფანტა, თურქი სამართალდამცველები აცხადებენ, რომ ფართომასშტაბიანი გამოძიება გრძელდება. საქმეში კიდევ რამდენიმე ცნობილი პირის სახელი ფიგურირებს, რომელთა მიმართაც საგამოძიებო მოქმედებები აქტიურ ფაზაშია.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გამოძიება თურქეთში დიდ გამოხმაურებას მოჰყვა, რადგან მასში არაერთი ვარსკვლავი აღმოჩნდა გარეული. ჰანდე ერჩელის გულშემატკივრებისთვის ექსპერტიზის დასკვნა შვების მომგვრელი აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ ჰანდე ერჩელი თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობია, რომელსაც ინსტაგრამზე 32 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.

„სწავლის გამო დაახლოებით ერთი თვეა საზღვარგარეთ ვარ.

გუშინ ღამით, თქვენსავით, ამ საკითხის შესახებ საინფორმაციო საშუალებებიდან გავიგე და ჩემს ქვეყანაში დავბრუნდები სიტუაციის გასარკვევად, საჭირო განცხადებების გასაკეთებლად და ჩვენების მისაცემად.

მე ვარ ადამიანი, რომელსაც უყვარს ჩემი ქვეყანა და ენდობა ჩემს მთავრობას და თურქულ მართლმსაჯულებას. მჯერა, რომ სიტუაცია რაც შეიძლება მალე გაირკვევა“,- წერდა მსახიობი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕​9 აპრილიდან პლანეტა მარსი ვერძის ნიშანში გადადის - ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც 19 მაისამდე განსაკუთრებით წარმატებული ეტაპი ელის

⭕„გთხოვთ, ვინც ამ პოსტს წაიკითხავთ დამეხმარეთ, გემუდარებით…“ - ნანუკა გულუა საზოგადოებას მიმართავს

⭕„ყველა ზღვარი დაიკარგა ადამიანური, თითქოს არენაზე გამოყვანილ ადამიანებს სიხარულით ქოლავთ“ - დიზაინერი ნინო ჩუბინიშვილი რობერტ სტურუას კრიტიკოსებზე