აჩი სვანიძე მოგზაურია, რომელსაც ამჟამად „იუთუბის“ საკუთარ არხზე 50 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. იგი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს და ექსტრემალურ ვიდეოებს გვთავაზობს.
ამჯერად აჩი სვანიძე ლაოსიდან ახალ ვიდეოს გვთავაზობს, სადაც მას საინტერესო თავგადასავალი გადახდა:
„ეს ლაოსია, ქვეყანა, სადაც უფრო მეტი ბომბია, ვიდრე ადამიანი. ქვეყანა, სადაც ყოველი ნაბიჯის გადადგმა შეიძლება აფეთქების ტოლფასი იყოს. ლაოსი მსოფლიოში ყველაზე მეტად დაბომბილი ქვეყანაა. აქ ვიეტნამის ომის დროს ორ მილიონ ტონაზე მეტი ბომბია ჩამოყრილი.
ადამიანებს დღემდე ახსოვთ ბომბების ხმა მათ სოფლებში. ყველაზე უცნაური ისაა, რომ ისინი დღემდე ამ ბომბებთან ერთად ცხოვრობენ. დღემდე ფეთქთებიან ხოლმე. ამ ბომბებისგან ისინი აკეთებენ ნავებს, რომლებსაც გადაადგილების საშუალებად იყენებენ“, - ამბობს ვიდეოში აჩი სვანიძე.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ სალოსობა და თანამედროვეობა – არსებობენ თუ არა დღეს ასეთი ადამიანები?
🎥 ურანის ტრანზიტი ტყუპებში: რა გავლენა ექნება თითოეულ ზოდიაქოს ნიშანზე - მედეა დოლიძის ასტროპროგნოზი
⭕მადონამ Coachella-ზე მოპარული ტანსაცმლის სანაცვლოდ ჯილდო დააწესა