Digest Logo

„არ არსებობს სამყაროში ეშმაკი, რომელსაც უფრო მეტის დაშავება შეეძლოს შენთვის, ვიდრე შენს თავს უშავებ“ - რას წერს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

1785416998
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:

„ზოგჯერ ურწმუნო ადამიანის ახლობელი მოდის და მეუბნება: – „ვაიმე, ჩემს ახლობელს ჯადო გაუკეთეს, რა ეშველება?“

რაღაც მოხდა და – „ვაიმე, ეს მისთვის საშიშია? მისი სულისათვის საშიშია?“
და ა.შ.

მე ვეკითხები:
– მორწმუნეა? ქრისტიანულად ცხოვრობს?
– არა;

და ვეუბნები:
– ის უკვე თავის თავის სასჯელიც არის, თავის თავის ეშმაკიც არის, თავისი თავის ჯადოც არის.
უქრისტეო ადამიანი სრული კატასტროფაა,
და ახლა მას ვინ რა უნდა დაუშავოს იმაზე მეტი, რასაც ის საკუთარ თავს უშავებს?!
როცა შენ ისე ცხოვრობ, რომ ქრისტე არ გინდა,
ვინ უნდა დაგიშავოს ამაზე მეტი?!

არ არსებობს სამყაროში ეშმაკი, რომელსაც უფრო მეტის დაშავება შეეძლოს შენთვის, ვიდრე შენს თავს უშავებ, როცა ქრისტეზე უარს ამბობს,

ეს იგივე რამეა, როცა იოანე სინელი ამბობს – „ამპარტავან მონაზონს ეშმაკი აღარ სჭირდება...”, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ქეთევან წამებულის ცხოვრების უცნობი დეტალები - ეს უნდა იცოდე!

„შენ გგონია, უფრთხილდები, იცავ... ამ დროს ძალადობ?“ - როდესაც მშობელი შვილის საზღვრებს არღვევს

„თმის ღერიც არ უნდა შერხეოდა, ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი საფიქრალი...“ - რას წერს ნანუკა გულუა მეგობარზე