Digest Logo

„არ დაიჯეროთ ეს!“ - ნინო ბაშარული ქართულ ნიჭზე გავრცელებულ მითს ეხმაურება

1765348342
ნინო ბაშარულინინო ბაშარული

მომღერალი ნინო ბაშარული, რომელიც სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია, „ფეისბუკზე“ პოსტს აქვეყნებს, სადაც ქართველების მიმართ აგორებულ მითებზე საუბრობს. 

მისი თქმით, ადამიანი ქართველად რომ დაიბადე, ე.ი. ბედისწერამ უკვე გარგუნა ნიჭი. მთავარია, იპოვო შენში ღრმად ჩაფლული განძი:

„ვინც მიცნობს იცის, რამდენად დიდ სიამოვნებას მანიჭებს ჩრდილში და მყუდროებაში ყოფნა.

უბრალოდ, გაცნობიერებული მაქვს, თუკი რაიმე ღირებულს ვქმნით, ისეთს, რაც ადამიანებს ცხოვრებას უმსუბუქებს, იქნება ეს სიმღერა თუ ნახატი, მოთხრობა თუ სპექტაკლი, ჩვენი გული ღია უნდა იყოს ადამიანების მიერ გამოხატული სიყვარულისთვის და აპლოდისმენტებისთვის.

მადლიერება არის ის, რაც ადამიანს ზრდის სულიერად, რაც აასმაგებს მის შესაძლებლობებს, რათა შემდგომ ღვთაებრივ ენერგიას, ღმერთს შეუერთდეს.

ამ მადლიერებით დავდივარ სულ…

სხვათა ნიჭების გამზიარებელი, დიდ და ნიჭიერ ადამიანთა დამფასებელი და მიუხედავად იმისა, რომ ყურში უსიამოვნოდ ჩამწუის ხოლმე სიო, რომ „ქართველი ადამიანი არ აფასებს ნიჭიერებს”, რომ „ქართველს ყველაზე მეტად ნიჭიერი და წარმატებული ადამიანის შურს”, მინდა ეს მითი ავიღო და დავამსხვრიო!

არ დაიჯეროთ ეს, მეგობრებო, არა!

ქართველად რომ დაიბადე, ე.ი. ბედისწერამ უკვე დაგაბერტყა ნიჭები. მთავარია იპოვო შენში ღრმად ჩაფლული განძი. ქართველი კაცი ზარმაცია, ირგვლივ ყველაფერს ამოუთხრის ორმოს, მეგობარს, მეზობელს, ნათესავს, მაგრამ საკუთარ თავში ძრომიალი ეზარება, იქ უნდა თხაროს მონდომებით და საკუთარი თავის პოვნასთან ერთად, იქვე, აღმოაჩენს საოცრებას და მერე, აღარ იმღერებენ უნიჭოები, რადგან თურმე საოცარი წერის ნიჭი აღმოაჩნდებათ, აღარ მოიპარავენ რითმებს პოეტები, რადგან თურმე შეუდარებლად იმღერებენ, აღარ იექიმებენ უცოდინარები, რადგან ლიდერობა ან კომპანიების საუკეთესოდ გაძღოლა იქნება მათი ნიჭი, და ასე ამგვარად, არავინ არ წაეპოტინება იმას, რაც მისი არაა, არ შეეჯიბრება სხვებს…

დავიჯეროთ საკუთარი უნიკალურობის და ვაკეთოთ ის საქმე, რისი გაკეთებაც საუკეთესოდ შეგვიძლია!

დავაფასოთ ნიჭიერი ადამიანები და ჩვენს საკუთარ ნიჭებსაც მალევე მივაგნებთ  ყველაზე აგრესიული და დაბოღმილია ის ადამიანი, ვინც ვერ პოულობს საკუთარ თავს და საკუთარ სიყვარულს ამ სამყაროში  
არადა, ქართველ კაცს რამდენი სიკეთე გააჩნია…

ცოტა საკუთარ თავშიც ჩავიჭყიტოთ, ეგებ…“, - წერს ნინო ბაშარული. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„გთხოვთ, არასდროს არ ჩაიდინოთ ეს შეცდომა!“ - სანდრო შელეგია ტკივილგამაყუჩებლებზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

„თუ უნდათ, შვილიშვილი გავზარდო, ჩემთან ჩამოიყვანონ“ - რას ჰყვება ნინო ჩხეიძე

🎥 ვის მივმართოთ თუ დამსაქმებელი ჩვენს უფლებებს არღვევს - დამატებითი სამუშაო საათების დავალდებულება და მუშაობის კანონით განსაზღვრული დრო