Digest Logo

🎥 „არ დამავიწყდება, რომ პატრიარქი შემხვდა და დამლოცა... მთელ საქართველოს ვუსამძიმრებ“ - გიორგი მიქაუტაძე „სოსიედადთან“ მატჩის შემდეგ

1774088086
გიორგი მიქაუტაძე

გიორგი მიქაუტაძემ „ლა ლიგაში“ გოლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა და „ვილიარეალს“  „სოსიედადის“ დამარცხებაში დაეხმარა - 3:1. ქართველი თავდამსხმელი ლა ლიგის ოფიციალურმა გვერდმა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

ქართველმა ფორვარდმა გატანილი გოლი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნა მიუძღვნა და შესაბამისი ჟესტით პატივისცემა გამოხატა.

მატჩის შემდეგ კი კომენტარი geo team-თან გააკეთა:

„მთელი ცხოვრება გამყვება და არ დამავიწყდება, რომ პატრიარქი შემხვდა და დამლოცა. მთელ საქართველოს ვუსამძიმრებ. ძალიან ძნელი იყო ყველასთვის რაც მოხდა”, - აღნიშნა გიორგი მიქაუტაძემ „სოსიედადთან“ მატჩის შემდეგ.

18 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.

ეს დღე ქვეყნისთვის დიდი დანაკლისის და ეროვნული სევდის სიმბოლოდ იქცა, რადგან ილია მეორე ათწლეულების განმავლობაში იყო სულიერი მამა, მორალური საყრდენი და ერთობის სიმბოლო ქართველი ერისთვის.

მისმა ღვაწლმა და მსახურებამ განსაკუთრებული კვალი დატოვა როგორც ეკლესიაში, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გლოვის დღეს პატივს მიაგებენ მის ნათელ ხსოვნას, გაიხსენებენ მის ქადაგებებს, სიკეთესა და სიყვარულზე დაფუძნებულ გზავნილებს, რომლებიც თაობებს აერთიანებდა.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Georgian National Team 🇬🇪⚽️ (@geo__team)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ზაფხულში ხედავდა, რომ რაღაც ადგილს ნათელი ადგებოდა...გათხარეს და ღვთისმშობლის ხატი იპოვეს“ - ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ეფრემი

⭕ „გამეღიმა ძალაუნებურად - და ამ ღიმილით მადლიერება გამოვხატე... ალბათ ჩაგეხუტე კიდეც“ - თამარ ალადაშვილი

⭕„უნდოდა თავისი მშობლები სამთავროს მონასტრის ეზოში დაეკრძალა...“ - რას იხსენებენ სოფელ