Digest Logo

„არ დამისვამს ღმერთისთვის კითხვა: „რისთვის?“ იქნებ, მე დავუშვი სადმე შეცდომა...“- ტარიელ ხარხელაური შვილის მკვლელობაზე

1679984786
ტარიელ ხარხელაური

პოეტი - ტარიელ ხარხელაური ცხოვრების ტრაგედიაზე ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს.

👉„იარაღი ესროლა, 23 წლის ბიჭი მომიკლა“ – ტარიელ ხარხელაურის ტრაგედია

მას 23 წლის ბიჭი მოუკლეს და როგორც სხვადასხვა ინტერვიუში აღნიშნავს მკვლელს ეს ცოდვა მიუტევა.

„თიანეთში, ჩვენს სოფელში ახალგაზრდები შეიკრიბნენ. ერთმა ჩვენს სოფლელ ბიჭს შეურაცხყოფა მიაყენა. ჩემს შვილს, ბექას უთქვამს, ნასვამი ხარ, გეყოფაო. მან შეაგინა… ბექამ სცემა. მერე უთხრა, ხვალ შევხვდეთ და თუ დამნაშავე აღმოვჩნდები, ბოდიშს მოგიხდიო. მეორე დღეს ჩვენი სახლის უკან გადმოვიდა და პირდაპირ იარაღი ესროლა. 23 წლის ბიჭი მომიკლა…

მე არ დამისვამს ღმერთისთვის კითხვა: „რისთვის?“. ჩემი თავი გადავამოწმე და ჩავუღრმავდი, იქნებ, მე დავუშვი სადმე შეცდომა. ხელჩასაჭიდი ვერაფერი ვიპოვე და წინაპრებს გადავწვდი. პაპების თაობაზე პასუხისმგებელი ვერ გავხდი, რადგან შორეული წარსულის ბევრი არაფერი ვიცი…

ჩემმა მეუღლემ მაშინვე გაიგო, რომ ჩემთვის უმჯობესი იყო ცხვარში წასვლა, რომ მე ეს გადამარჩენდა, ამიტომ მაჩუქა ეს 12 წელი და თავად მოიკლო. მან თავისი გლოვაც არ დამანახვა, ჩემთან ცრემლი არ გადმოუგდია, გულში იწურავდა, მე არ მაჩვენებდა.

ღმერთს ვეხვეწები, შემაძლებინოს მისი ამაგის გადახდა. თუ საქმით ვერ მოვახერხებ, ჩემი შემოქმედებით მაინც. იმ ქვეყანაშიც ვალით წავალ და მასზე ლოცვას გავაგრძელებ“, – ამბობს ტარიელ ხარხელაური.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔘„არაპოპულარულ რამეს დავწერ... ანანია გაჩეჩილაძის ორსაათიანი ჩანაწერი უხამსია, მაგრამ სექსუალური შევიწროებას მტკიცებულებებს მანდ ვერ ვხედავ“ - რას წერს ირაკლი აბსანძე

🎥 „კარგი წყვილი იქნებოდით“ - ანრი ჯოხაძის და ბაბი კირკიტაძის ვიდეო, რომელმაც საზოგადოება აალაპარაკა

🔘Mercedes-Benz G-Class-იდან მეტრომდე - ბექაური ლაქშერული ცხოვრების მიუხედავად მეტროთი მგზავრობს

წყარო: sarkenews.ge