Digest Logo

„არ გადადო შენი ცხოვრება იმ მომენტამდე, სანამ გამოჩნდება სწორი ადამიანი, იდეალური გარემოებები ან ვინმეს დახმარება“ - ფსიქოლოგი

1787681407
ნინი დგებუაძე

შენ უნდა გახდე საკუთარი თავის საყრდენი.

არ ელოდო, რომ ოდესმე ვინმე მოვა და იტყვის: „მე ყველაფერს შენს ნაცვლად მოვაგვარებ“.
არ გადადო შენი ცხოვრება იმ მომენტამდე, სანამ გამოჩნდება სწორი ადამიანი, იდეალური გარემოებები ან ვინმეს დახმარება.

ისწავლე იყოს ის, ვის იმედიც თავად შეგიძლია გქონდეს. განვითარდი, ისწავლე ახალი, დაკავდი იმით, რაც ცხოვრებას გემოს შესძენს.

გქონდეს შენი საქმე, განავითარე შენი ნიჭები, შექმენი ფინანსური და შინაგანი დამოუკიდებლობა.

აისრულე შენი სურვილები არა იმიტომ, რომ ვინმემ დაგრთო ნება, არამედ იმიტომ, რომ თავად გადაწყვიტე: მე ამას ვიმსახურებ.

გაიზარდე ფრთები ზურგს უკან არა იმისთვის, რომ ოდესმე ვინმემ გადაგარჩინოს, არამედ იმისთვის, რომ იცოდე: მე გავუმკლავდები.

მე შევძლებ, მე ვიპოვი გზას.

და ეს არ ნიშნავს, რომ დახმარება არასდროს დაგჭირდება. შეგიძლია მიიღო სიყვარული, მხარდაჭერა და ზრუნვა.

შეგიძლია დაეყრდნო სხვებს, მაგრამ ყველაზე მთავარია, არასდროს დაკარგო საყრდენი საკუთარ თავში. იმიტომ, რომ ცხოვრება სრულიად სხვაგვარი ხდება, როცა აღარ ელოდები, რომ ვინმე მოვა და მას შენ ნაცვლად დაიწყებს.

შენ თავად ხდები ადამიანი, რომელიც ცვლის შენს ცხოვრებას.

გახდი შენი საკუთარი საყრდენი.

გახდი შენი საკუთარი ძალა.

და ოდესმე უკან მიიხედავ და დაინახავ, რომ ყველაფერი, რაზედაც ოცნებობდი, საკუთარი ხელით შექმენი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ 2027 წელს შედგება ჩემი ავსტრალიური დებიუტი Opera Australia-ს სცენაზე“ - ნინო სურგულაძე

„ადამიანის საქციელი გვაწვდის ინფორმაციას მისსავე შინაგან ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, კულტურაზე, ინტელექტზე“ - ლევან შელეგია

„ნოე, ანნა, ლილი და საჩუქრები...“ - რა კადრებს აქვეყნებს ჯანეტ ქერდიყოშვილი