ნინო სურგულაძე მსოფლიოში აღიარებული ქართველი საოპერო მომღერალი, მეცო-სოპრანოა. იგი 1977 წლის 12 ოქტომბერს, თბილისში დაიბადა და თავისი გამორჩეული ხმითა და სამსახიობო ნიჭით სახელი გაითქვა პლანეტის უდიდეს საოპერო სცენებზე.
იგი სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას აქვეყნებს და ამბობს, რომ 2027 წელს Opera Australia-ს სცენაზე მისი დებიუტი შედგება:
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ 2027 წელს შედგება ჩემი ავსტრალიური დებიუტი Opera Australia-ს სცენაზე და ამავე დროს, ჩემი დებიუტი ვენერას პარტიაში, ვაგნერის „ტანჰოიზერში“.
განსაკუთრებული პატივია, რომ ამ მნიშვნელოვან დებიუტში და ამ დადგმის მსოფლიო პრემიერაში ვითანამშრომლებ თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ საოპერო რეჟისორთან, Sir David McVicar-თან და ბრწყინვალე იტალიელ მაესტროსთან, საერთაშორისო საოპერო სცენების გამორჩეულ დირიჟორ Andrea Battistoni-სთან“, - წერს ნინო სურგულაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ნოე, ანნა, ლილი და საჩუქრები...“ - რა კადრებს აქვეყნებს ჯანეტ ქერდიყოშვილი