Digest Logo

„არ გამაკაროთ რიკოთს, ვიცი რომ გულზე არ გეხატებით, მაგრამ შეუქცევადი პროცესებია მანდ...“ - რა ფოტოს აქვეყნებს სეისმოლოგი თეა გოდოლაძე

1680516416
გოდორაძეთეა გოდორაძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელი, სეისმოლოგი თეა გოდოლაძე რიკოთის უღელტეხილზე არსებულ ვითარებაზე განმარტებას აკეთებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ ადგილზე შეუქცევადი პროცესები მიმდინარეობს, რის გამოც, მისი განცხადებით, საჭიროა შესაბამისი კვალიფიკაციის და გამოცდილების მქონე გეოლოგების და გეოტექნიკური ინჟინრების ადგილზე ჩაყვანა.

🔵 „სერიოზული პრობლემებია, დაბზარულია ფასადები. ისეთი კუთხით აქვთ დაფერდებები გაკეთებული, რომ ასეთი რაღაც არ შეიძლება“ - თეა გოდოლაძე

როგორც გოდოლაძე წერს, „სამწუხაროა რომ საქართველოს, გეოტექნიკური ინჟინრები არ ჰყავს და ვინც არიან „იბრალებენ“.

კაი, არ გამაკაროთ რიკოთს, ვიცი რომ გულზე არ გეხატებით.

სასწრაფოდ გჭირდებათ ძალიან! ძალიან გამოცდილი გეოტექნიკური იჟინრები.

შეუქცევადი პროცესებია მანდ. მე ამერიკელებს მივაკითხავდი. კარგად გავიკითხავდი როგორი გამოცდილება აქვთ.

მძიმე გეოლოგიაა და ჭყინტი ინჟინერი და გეოლოგი არ გამოგადგებათ.

თან უნდა მოუსმინოთ და გაიაზროთ რას გეტყვის სპეციალისტი და უნდა დაუჯერო, მისი პასუხისმგებლობაა.

მივაკითხავდი ქართველ გეოლოგებს. (300 ლარიანებს არა, ნაღდ გეოლოგებს). სიყვარულს შეიძლება მალვა უნდა, მაგრამ პრობლემას არა!

მარტივია.

უფრო ნუ დაამძიმებთ სიტუაციას.

ჩინურმა კომპანიამ რაც აფუჭა ეყოს!

დავამატებ, საქართველოს სამწუხაროდ, გეოტექნიკური ინჟინრები არ ჰყავს. ასეა ეს. ვინც იბრალებს, ბრიყვია. დარგი არ გვაქვს ასეთი,- წერს გოგოლაძე.

მანამდე  გოდოლაძემ კიდევ ერთი სტატუსი გამოაქვეყნა:

სოფელ კინჩხში ვითარდება ეს მოვლენები. ეს არეალიც გორდის უზარმაზარი მეწყრული სხეულია.

ამ მეწყერთან დაკავშირებით, რამდენიმე წლის წინ (2017) ჩავატარეთ კვლევა განათლების სამინისტროს თხოვნით.

აქვე ბმულს დავდებ ანგარიშისას.

შებრძანდით და ნახეთ რამხელა მეწყრულ სხეულზეა საუბარი.

https://ies.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/03/გორდი-კომპლექსური-გეოლოგიური-კვლევა.pdf“,- წერს გოდოლაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „თემქაზე საპარკინგე ადგილს რომ იკეთებდნენ რეკრეაციის ადგილზე, ეს პირები დაჯარიმდნენ“ - რა ინფორმაციას აქვეყნებს ფეისბუკგვერდი „ჩემი ქალაქი მკლავს“

🔵 „ვამაყობ შენით ძმაო“ - რას წერს ზაზა ფაჩულია ხვიჩა კვარაცხელიაზე

🔵 სანქტ-პეტერბურგის კაფეში აფეთქების შედეგად რუსი სამხედრო ბლოგერი ვლადლენ ტატარსკი დაიღუპა - რუსული მედია