დერმატოლოგ - ვენეროლოგი ზაზა თელია სოციალურ ქსელში საზოგადოებას საინტერესო ინფორმაციას უზიარებს და ასწავლის, თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ ჯანმრთელი კანი ვარჯიშის დროს.
„რეკომენდაციები ვარჯიშის დროს ჯანმრთელი კანის შესანარჩუნებლად და კანი დაავადებების გამწვავების პრევენციისათვის:
👉დაიბანე კანი/მიიღე შხაპი დაუყოვნებლივ ვარჯიშის შემდეგ
👉ვარჯიშის დროს გამოიყენე ე.წ moisture-wicking fabric ტანსაცმელი რომელსაც აქვს უნარი სწრაფად მოახდინოს ოფლის გამოდევნა ფაბრიკის გარე შრეზე და აქვს უნარი სწრაფად გაშრობის, ასევე ეს რეკომენდაცია ეხება
👉სავარჯიშო წინდებს, ამ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ბამბის ანუ "კოტონის" წინდები, ის სწრაფად სველდება და ინარჩუნებს ტენს
👉 სავარჯიშო მოწყობილობების დეზინფექცია გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ
👉გამოიყენეთ სუფთა, გარეცხილი სავარჯიშო ტანსაცმელი ყოველ ჯერზე
👉გამოიყენეთ პირსახოცი სავარჯიშო მოწყობილობების დასფარად
👉არ გამოიყენოთ მაკიაჟი (makeup) ვარჯიშის დროს
👉არ დაგავიწყდეს მზისგან დაცვა თუ ვარჯიშობთ გარეთ (outdoor)
👉 არ იაროთ ფეხშიშველმა საშხაპეში და გასახდელში
👉არ გამოიყენოთ გაურეცხავი სავარჯიშო ტანსაცმელი
👉 არ იბანავოთ ცხელი წყლით“, - წერს ზაზა თელია.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ომიკრონის ახალი სუბვარიანტი საქართველოში მალე იქნება“ - გიორგი ფხაკაძე