საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსის ახალი სუბვარიანტის შესახებ წერს.
მისი თქმით, აღნიშნული შტამი სწრაფად ვრცელდება და საქართველოშიც მალე იქნება.
„სამწუხაროდ, მოხდა ის, რაზედაც არავის (ამ სფეროს სპეციალისტებს) ფიქრი და ამის გაგონებაც არ გვინდოდა. „კენტავრი“ (BA.2.75 Omicron Subvariant, ‘Centaurus’) მოდის.
ის არის ომიკრონის უახლესი სუბვარიანტი (ბევრი ქვემუტაციებით), პირველად დაფიქსირდა ივნისის დასაწყისში ინდოეთში და უკვე 10 ქვეყანაში გავრცელდა. ჯერ საქართველოში არ არის, მაგრამ მალე იქნება.
ბოლო 2 კვირაში კოვიდის ზრდის მაჩვენებელი მსოფლიოში (საქართველოს ჩათვლით) გაიზარდა 30%-ით. ეს ძირითადად BA.4 და BA.5 „დამსახურებაა“ და ზაფხულისთვის, სამწუხაროდ, ეს ციფრი საგრძნობლად გაიზრდება საქართველოში, სავარაუდოდ, ეს მაჩვენებლები ნოემბრისთვის იქნება საყურადღებო ამჟამად ვართ, იქ, სადაც მე გაფრთხილებდით ჯერ კიდევ ზამთრის ბოლოს (ივნისი/ივლისის ტალღაში).
კოვიდი არსად წასულა, პირიქით, ამჟამად ყველაზე გავრცელებული ვარიანტი მსოფლიოში და საქართველოში არის ომიკრონის BA.5 ვარიანტი, რომელიც ზეგადამდებია და აღწევს ჩვენს ორგანიზმში. თუ უკვე გადაიტანეთ კოვიდის სხვა ვარიანტები ომიკრონის BA. 4 ან/და BA.5 ვარიანტების გარდა. ასევე, სავარაუდოდ, იმ შემთხვევაშიც, თუ აცრიდან გასულია 5-6 თვე და, ეს უახლესი ომიკრონის ვარიანტი BA.2.75 ანუ „კენტავრი“ არის ზეგადამდები (BA.5-ზე უფრო გადამდებია) და, სავარაუდოდ, ვართ საერთოდ/თითქმის დაცვის გარეშე, ანუ არც კოვიდგადატანა „დაგიცავთ“ (ყველაზეა საუბარი, BA.2.75 გარდა) და არსებული ვაქცინების ეფექტურობაზე ამ მცირე მონაცემების დროს საფუძველზე უკვე იკვეთება, რომ ეფექტურობა არის, სავარაუდოდ, საგრძნობლად დავარდნილი“, - წერს გიორგი ფხაკაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵ოჯახური ძალადობა კახეთში - ქმარი მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდა