მოდელი და ინფლუენსერი ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა, ის ხშირად აქვეყნებს ფოტოებს ყოველდღიური ცხოვრებიდან.
ამჯერად, მან ინსტაგრამზე გამომწერებს 8 წლის წინ გადაღებული ფოტო გაუზიარა, სადაც შვილთან ერთად მარტო იმყოფებოდა დასასვენებლად და აქვე გაიხსენა ცხოვრების რთული პერიოდიც.
„როგორ მიყვარს ასეთი დამთხვევები. 2014-ში პირველად წავედით მე და დემე მარტო დასასვენებლად. რთული იყო ძალიან. მარტო, საშინლად დათრგუნული ვიყავი, არაფრის იმედად, თუმცა უამრავი ნეგატივის ფონზე. ერთმანეთმა გაგვატანინა ყველაფერი...
მერე ტრადიციულად დავნერგე ყველგან მასთან ერთად წასვლა და მეგობრობა... ყველაზე მეტად მიხარია, რომ ერთი სული აქვს როდი განვმარტოვდებით და დავისვენებთ. ვიკიც, რომ შემოგვიერთდა მაგარია... მომინდა მარტოხელა დედიკოებისთვის ამის დაწერა. იმიტომ, რომ მეც გავიარე ყველაფერი, თან ორმაგი დოზებით. თამამად გადადგით ისეთი ნაბიჯები, რომლებიც თქვენი თავის სიყვარულიდანვეა განპირობებული და მთელი სამყარო დაგეხმარებათ, უკეთესად ყოფნაში. ნელ-ნელა და სასიამოვნოდ“, - წერს ალექსანდრა პაიჭაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ომიკრონის ახალი სუბვარიანტი საქართველოში მალე იქნება“ - გიორგი ფხაკაძე
🔵ოჯახური ძალადობა კახეთში - ქმარი მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდა