ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ კოკში უბედური შემთხვევა მოხდა. 18 წლის აბიტურიენტი ალექსი ბუაძე ელექტრო ბოძზე ავიდა და, სავარაუდოდ, დენმა დაარტყა. ტრაგიკულ ამბავზე სოციალურ ქსელში „სენაკის ქრონიკა“ წერს და ახალ დეტალებს ასაჯაროებს.
„უბედური შემთხვევა მოხდა გვიან ღამით, ზუგდიდის სოფელ კოკიში - 18 წლის ალექსი ბუაძეს დენმა დაარტყა და ადგილზე გარდაიცვალა.
ახალგაზრდები სოფელში ფეხბურთს თამაშობდნენ და შუქი ჩაქრა. ის ავიდა განათების ბოძზე, რომელიც სტადიონს ანათებდა. ამ დროს, სავარაუდოდ, დენმა დაარტყა და ახალგაზრდა ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა.
თვითმხილველები ჰყვებიან, რომ 18 წლის ბიჭს კონტაქტის შემოწმება სურდა, რა დროსაც სავარაუდოდ, ხელი დენის სადენს მოჰკიდა, რომელიც დაცული არ იყო.
შემთხვევის დროს ადგილზე მყოფი პირები ამბობენ, რომ ბიჭმა ხმამაღლა დაიყვირა და ძირს დაეცა. გარდაცვლილი ბიჭი აბიტურიენტია და მას პირველი გამოცდა უკვე ჩაბარებული ჰქონდა“, - წერია განცხადებაში.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ომიკრონის ახალი სუბვარიანტი საქართველოში მალე იქნება“ - გიორგი ფხაკაძე