Digest Logo

„არ იფიქრო, ამ სამყაროში რამე გეკუთვნის, შენი სხეულიც კი შენ არ შეგიქმნია, არ მართავ გულს, ფილტვებს, უჯრედებს“ - რას წერს თამარ კვარაცხელია

1768985306
თამარ კვარაცხელია

პიროვნული ზრდის მენტორი თამარ კვარაცხელია სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ  ყველაფერი ამქვეყნად წარმავალია, ჩვენ უბრალოდ სტუმრები ვართ საკუთარ სხეულშიც კი. 

იგი ადამიანებს ახსენებს, რომ დროს ვერ დააკავებ, ვერც ადამიანებს, ვერც ადგილებს:

„ყველაფერი გაივლის“ - სოლომონის ბეჭდის საიდუმლო.

ამბობენ, რომ მეფე სოლომონის ბეჭედს წარწერა ჰქონდა: „ყველაფერი გაივლის“ - ჩუმი ჭეშმარიტება, როგორც შეგონება იმისა, რომ ყველაფერი ამქვეყნად წარმავალია.

სიხარული — როგორც ლანდი;

ტკივილი — როგორც ქარი.

ცხოვრება - მდინარე და არა ჭაობი, რომ აგროვო.

რაც უფრო უჭერ ხელს - მით მეტად დაგისხლტება.

რაც არ უნდა მოხდეს - ცხოვრება არ ჩერდება. ის მიედინება… და ყველაფერს დროს აბარებს.

ფიზიკურ რეალობაში ვერაფერს დაიჭერ ძალით და რაც უფრო ძლიერად ეჭიდები, მით უფრო მტკივნეული ხდება მისგან გათავისუფლება.

არ აქვს მნიშვნელობა, ვის ეკიდები ადამიანს, ადგილს, მოგონებას თუ ემოციას… ვერ დააკავებ დროს,
ვერც ადამიანებს, ვერც ადგილებს…

შენ უბრალოდ სტუმარი ხარ სხეულშიც კი, რომელიც თავადაც არ შეგიქმნია. გული ფეთქავს თავისით.

სუნთქვა - ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა შენგან დამოუკიდებლად, მზე ამოდის — შენს დაუკითხავად.  იყავი მადლიერი იმ ყველაფრისთვის, რაც გაქვს.

მაგრამ არ იფიქრო, ამ სამყაროში რამე გეკუთვნის. შენს სხეულიც კი შენ არ შეგიქმნია.

შენ არ მართავ შენს გულს, ფილტვებს, უჯრედებს - ისინი უბრალოდ დაუღალავად შრომობენ შენში…

იყავი მოქნილი — მორაკრაკე ნაკადივით და თუ ცხოვრება ქარიშხალს გამოგიგზავნის, მხოლოდ ერთი რამ გახსოვდეს:

ბეჭდის მეორე მხარესაც დატანებული წარწერაა… „და ესეც გაივლის…“. 

იყავი მოქნილი. დაუმეგობრდი დროის ნაკადს. დარჩი ჰარმონიაში ცვლილებასთან.

რთულ დროში ღრმა მშვიდი სუნთქვა შეგიძლია გახადო შენი შინაგანი სოლომონის ბეჭედი.

შეგახსენოს, რომ შენ არ ხარ ცვლილებების მსხვერპლი - შენ ხარ ცნობიერი თანამგზავრი“, - წერს თამარ კვარაცხელია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „შეუძლებელს შევძლებ შენთვის, მადლობა ღმერთს, რომ ჩემი ხარ“ - მარიამ მათიაშვილის ქალიშვილი 1 წლის გახდა

„მკვეთრი, ემოციური დაძაბულობა ნელ-ნელა იკლებს და მის ადგილს იკავებს რბილი, მგრძნობიარე ატმოსფერო“ - ასტროლოგი 21 იანვრის ენერგიებზე

⭕ „მიყვარს ჩემი დღე“ - სოფო ბედია 21 იანვარს იუბილარია