Digest Logo

„არ მიჭირს ვაღიარო, რომ ვინმე ჩემზე ნაკითხი, მცოდნე და განათლებულია“ - გია მურღულია

1657085242
ფილოლოგი

ფილოლოგიის დოქტორი, ექსპერტი განათლების საკითხებში - გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მჯობნის მჯობი არ დაილევა.

მისი თქმით, არ უჭირს სხვისი ცოდნისა და განათლების აღიარება, რადგან ზუსტად იცის თუ რაოდენ დიდი შრომაა ჩადებული ამ დონის მისაღწევად.

„მე არ მიჭირს ვაღიარო, რომ ვინმე ჩემზე ნაკითხი, მცოდნე და განათლებულია, რადგან (გარდა იმისა, რომ ეს სავსებით ბუნებრივი დაშვება თუ შესაძლებლობაა) ზუსტად ვიცი, რა დიდი შრომა და ფიქრი დასჭირდებოდა ამას.

პატივი უნდა მიაგო იმ აზრს, რომ სხვამ მეტი და უკეთესად მოასწრო, ვიდრე შენ“, - წერს გია მურღულია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ბელა ალანიას ლექსები ინგლისში გამოიცა 

🔵„სასიკეთო დღეა საბანკო და სავაჭრო ოპერაციების განსახორციელებლად“ - მიხეილ ცაგარელი

🔵2 570 ახალი შემთხვევა და 3 გარდაცვლილი -კორონავირუსის 27 ივნისიდან - 3 ივლისამდე სტატისტიკა