Digest Logo

„სასიკეთო დღეა საბანკო და სავაჭრო ოპერაციების განსახორციელებლად“ - მიხეილ ცაგარელი

1657001668
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 22:00-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

ინტელექტისა და კომუნიკაციის მმართველი პლანეტის – მერკურის 19 ივლისამდე კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, ინტუიციას, იუმორის გრძნობას და ინტერესს ტრადიციებისა და ეროვნული ფასეულობების მიმართ, მეორეს მხრივ, ეჭვიანობას, ბრაზს, აზრების აკვიატებას და დეპრესიულობას გააძლიერებს.

კარგი დღეა ძველი, უვარგისი ნივთებისა და ადამიანებისგან განთავისუფლებისთვის. აკონტროლეთ საკუთარი ემოციები, არ ღირს წვრილმანებს ჩაძიება და უმიზეზოდ გაბრაზება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საბანკო და სავაჭრო ოპერაციების განსახორციელებლად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, კონკურსებში მონაწილეობა და გამოცდების ჩაბარება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას და კუჭქვეშა ჯირკვალს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, კრემისფერი, ნარინჯისფერი, ვერცხლისფერი და ოქროსფერი, ასევე ზურმუხტი, ონიქსი, აქატი, ოპალი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს, სასწორს და მშვილდოსანს.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„BA.5 და BA.4 ხასიათდებიან უფრო მაღალი გავრცელებით და გადადებით“ - ამირან გამყრელიძე კორონავირუსის ახალ შტამებზე

🔵„უკრაინის ომი სხვა ფაზაში გადავა... აგრესია, რომელიც ახლა ჩვენთან არის, ნელ-ნელა განელდება“ - მიხეილ ცაგარელი

🎥 რა გზა გაიარა შსს-დან დიდ სცენამდე, რატომ ალაპარაკდა ყვითელი პრესა ლუბა უსპენსკაიასთან მის ურთიერთობაზე და რას ჰყვებოდა რუსეთში ცხოვრებაზე? - 31 წლის ასაკში გარდაცვლილი მომღერლის პირადი ამბები