„ქოუჩინგის საერთაშორისო ასოციაციის“ დამფუძნებელი, დირექტორი და ტრენერი ხათუნა მუზაშვილი სოციალურ ქსელში სასარგებლო და მნიშვნელოვან პოსტს აქვეყნებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ადამიანები ამ პლანეტაზე სტუმრები ვართ, სადაც წესები ჩვენ არ დაგვიწერია, ამიტომ გზა ჩვენი ასრულებული სურვილებისკენ, მხოლოდ იმ გამოქვაბულზე გადის, სადაც ჩვენი შიშები და „არ შემიძლიები“ ცხოვრობენ:
„პირდაპირ გამოჯანმრთელება მინდაო ... ტრავმებში ნუღარ დამაბრუნებ, არ მინდა ტირილი, არც მტკივნეული განცდები, არც გარჩევა... ეგრევე შედეგი, მომენტალური ეფექტი“ - რამდენს გინატრიათ?
ეჰ...
ამგვარ განცხადებებზე სულ მინდა წამოვხტე და ვიყვირო, მეც!
მეც არ მინდა ტრანსფორმაცია, რომელიც ლამაზად ჟღერს, თუმცა ტყავის გაძრობას ნიშნავს..
არც შეცდომები მინდა, რომელმაც უნდა დამაბრძენოს და არც ღალატი, რომელმაც ადამიანების ცნობა უნდა მასწავლოს...
მაგრამ ამ პლანეტაზე სტუმრები ვართ, სადაც წესები ჩვენ არ დაგვიწერია.
შეგვიძლია ვითამაშოთ ამ წესებით და ბედნიერებამდე მივიდეთ, ან არ მივიღოთ, თუმცა წესებს მაინც არავინ შეგვიცვლის...
ამიტომ აქაური წესების თანახმად, გზა ჩვენი ასრულებული სურვილებისკენ, მხოლოდ იმ გამოქვაბულზე გადის, სადაც ჩვენი შიშები და „არ შემიძლიები“ ცხოვრობენ.
ასე რომ, რადგან ტკივილის გარეშე არ გამოვა, სიღრმისეული გაცნობიერებები, ძლიერი იმუნიტეტი და ჯილდოდ ბედნიერების განცდა მინდა გისურვოთ“, - წერს ხათუნა მუზაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: