Digest Logo

„არ მჯერა, რომ ამას ვწერ, ზოგჯერ გაშვება სიყვარულის ყველაზე ჭეშმარიტი გამოვლინებაა“ - რას წერს მარიამ შარმანაშვილი ქმართან დაშორების შემდეგ

1795269415
მარიამ შარმანაშვილი

ცნობილი იტალიელი დირიჟორი კარლო პონტი უმცროსი, რომელიც ლეგენდარული იტალიელი კინოვარსკვლავის სოფი ლორენის ვაჟი გახლავთ, ცოლს მარიამ შარმანაშვილს დაშორდა.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში ფიტნესს ინსტრუქტორი თავად ავრცელებს:

„მეც არ მჯერა რომ ამას ვწერ მაგრამ, რადგან ჩვენს სიყვარულს უამრავი გულშემატკივარი ჰყავდა, სწორედ ამიტომ, თავს ვალდებულად ვთვლი, გაურკვევლობაში არ გამყოფოთ და დაგიდასტუროთ, რომ ჩემი ქორწინება დასრულდა.

მიზეზებსა და დეტალებზე არ ვაპირებ საუბარს, რადგან ეს სწორ საქციელად არ მიმაჩნია თუნდაც იმიტომ, რომ ამ ექვს წლიან ურთიერთობაში უბედნიერესი ვიყავი.

გარდა ამისა, ეს ამბავი მხოლოდ ჩვენ ორს, მე და კარლოს გვეხება და საჯაროდ მიზეზების განხილვა არაეთიკურად მიმაჩნია. არ ვარ ადამიანი, რომელიც პირად ურთიერთობაში იმპულსურ გადაწყვეტილებებს იღებს, მინდა იცოდეთ, რომ ეს ნაბიჯი ბევრი ფიქრის შედეგად, სრულიად შეგნებულად გადავდგი.

მიუხედავად იმისა, რომ ტკივილი განუზომელია მე ეს უნდა გამეკეთებინა ორივეს ბედნიერებისთვის, მე მადლიერი ვარ კარლოსი, მასთან გატარებული ყველა ბედნიერი წუთისა და დღისთვის. ის ჩემი ცხოვრების ულამაზესი წლების შემოქმედი იყო.

გულწრფელად ვუსურვებ მას ბედნიერებას და ცხოვრების ბოლომდე მის გულშემატკივრად დავრჩები. ზოგჯერ გაშვება სიყვარულის ყველაზე ჭეშმარიტი გამოვლინებაა“, - წერს მარიამ შარმანაშვილი.

ცნობისთვის, კარლო პონტი უმცროსი მარიამ შარმანაშვილზე 2025 წლის ზაფხულში დაქორწინდა. მათ კავშირი ღვთის წინაშე გაამყარეს და ჯვარი 2025 წლის 26 ივლისს საქართველოში დაიწერეს. მანამდე კარლო პონტი სამთავროს დედათა მონასტერში მართლმადიდებლად მოინათლა და მას საეკლესიო სახელი გაბრიელი ეწოდა.

საქორწინო ცერემონია, რომელიც საქართველოში შედგა ქართული კულტურული ელემენტებით იყო გაფორმებული, რომელსაც უამრავი ცნობილი სტუმარი დაესწრო, მათ შორის იტალიიდან.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ულამაზეს ზღაპრებსაც არაზღაპრული დასასრული აქვთ“ - კარლო პონტი და მარიამ შარმანაშვილი დაშორდნენ

⭕„პრაქტიკა, რომელსაც „ფინანსური წმენდა“ ჰქვია, უაღრესად მარტივია, თუმცა სასწაულებს ახდენს!“ - რას წერს ფენშუის სპეციალისტი

⭕„ნოემბრის 21 რიცხვი არის უდიდესი ნათელი ენერგიებით სავსე, რადგან ხარობს როგორც მიწიერი, ასევე სულიერი სამეფო“ - გიორგი ლობჯანიძე

✕