Digest Logo

„არ ვაპირებდი დაბრუნებას, უბრალოდ ქართული წარწერა იყო კონვერტზე და ვეღარ დავიტოვე“ - ეძებენ ქართველ ემიგრანტს, რომელმაც მატარებელში 5 000$ დაკარგა

1651298809
დოლარები  ბევრი

სოციალური ქსელის მომხმარებელი პაულო გვასალია ერთ-ერთ ჯგუფში წერს, რომ დილის რეისზე, ვაგონში შავი ქურთუკი იპოვა, სადაც კონვერტით 5 000$ იდო. ახლა კი ის იმ ქართველ ემიგრანტს ეძებს, ვინც ეს თანხა დაკარგა.

„სალამი მეგობრებო!დღეს დილის რეისზე პოზნანი - ვარშავა IC 71004/510 ვაგონში ვიპოვე შავი ქურთუკი, ჯიბეში იყო კონვერტი 5 000$-ით! ნამდვილად არ ვაპირებდი დაბრუნებას, უბრალოდ ქართული წარწერა იყო კონვერტზე და ვეღარ დავიტოვე. ვიცი რამდენი შრომა უნდა ამხელა თანხა რომ გამოიმუშაო...ასე, რომ შემეხმიანე, ხელუხლებლად დაგხვდება! ორშაბათამდე ვრჩები ვარშავაში, შემდეგ ისევ პოზნანში ვბრუნდები, თუმცა გამოგზავნა შემიძლია სადაც იქნები იქ...“, - წერს პაულო გვასალია.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵პასპორტის ფასი 50 ლარით ძვირდება, პირადობის კი ორმაგდება

🔵„რას მეუბნებით, რომ ჩემი უსაყვარლესი შვილის ნიკუშას და ჩემი განსაკუთრებული ქალიშვილის ალისას სიახლოვეს მინდა რუსული რაკეტა ჩამოვარდეს?“ - მიხეილ სააკაშვილი

🔵კიევში რუსეთის სარაკეტო თავდასხმას „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი ემსხვერპლა