Digest Logo

„არ ვიცი რა ვთქვა, ან კიდევ რა ფორმით ვთქვა - ვინც ამას ხატავს, ან საერთოდ არ დადის ავტომობილით, ან დადის მაგრამ საერთოდ ვერ აღიქვამს, როგორ მანევრირებს ის“ - მევლუდ მელაძე

1676533855
მევლუდ მელაძე

ავტომრბოლელი მევლუდ მელაძე ჟვანიას მოედნის რეაბილიტაციის პროექტს ეხმიანება. მელაძე აცხადებს, რომ პროექტის ავტორს წარმოდგენა არ აქვს მანქანის მართვასა და მის მანევრირებაზე.

🔵„სრულიად განადგურებული ვარ ამ საზარელი საგზაო შემთხვევით - ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ჩემი ოჯახის ტრაგედია თავიდან განმეორდაო“ - მევლუდ მელაძე

„არ ვიცი რა ვთქვა ან კიდევ რა ფორმით ვთქვა, მაგრამ ერთი რაც დანამდვილებით შემიძლია ვთქვა ის არის, რომ ვინც ამას ხატავს ან საერთოდ არ დადის ავტომობილით ან დადის მაგრამ საერთოდ ვერ აღიქვამს როგორ მანევრირებს ის. შეუძლებელია 90 გრადუსიანი მოსახვევის ორ რიგად უპრობლემოდ გავლა, მით უმეტეს თუ ავტომობილი დიდია (რაც ჩვენთან ხშირია), ანუ გამოდის რომ ორ ზოლში მომავალ ავტომობილებს უმეტეს შემთხვევაში ერთ ზოლად გავლა მოუწევთ და ისიც ერთმანეთის შეფერხებით. როცა მსგავსი გათვლა კეთდება აღარაფერს ვამბობ რა მოჰყვება ამას უკან (მდე), აქვე რაც მოჰყვება ამის დანახვა თუნდაც ამ ნახაზზევე ხომ არის შესაძლებელია? არა?“, - წერს მევლუდ მელაძე.

მთაწმინდის რაიონის გამგეობა, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნ. ჟვანიას ქ. N28-ის მიმდებარედ 1 500 კვ. მ. ფართობზე სკვერს აწყობს.

პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდება ბავშვთა გასართობი, თანამედროვე ატრაქციონები, მოსასვენებელი პავილიონები, საფეხმავლო ბილიკები.  ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები - დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები, მოეწყობა სარწყავი სისტემა და დაიგება რულონური ბალახი. ასევე, დამონტაჟდება LED განათების სისტემა და განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინვენტარი.

რეკრეაციული სივრცე მთაწმინდის რაიონის გამგებელმა, დავით კირკიტაძემ და თბილისის საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზურაბ აბაშიძემ გამგეობის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერეს.

„მთაწმინდის რაიონს კიდევ ერთი მაგარი სკვერი შეემატება.  ეს ტერიტორია სრულად მოუწესრიგებელი და დაბინძურებული იყო. მოსახლეობის ჩართულობით მიმდინარეობს სამუშაოები და მიხარია, რომ ყველა ასაკის ადამიანი შეძლებს ამ სივრცით სარგებლობას“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

სკვერის მოწყობის სამუშაოები ივნისის დასაწყისში დასრულდება.

პროექტისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 630 000 ლარი არის გათვალისწინებული.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵2023 წლის 21 მარტს გაზაფხულის ბუნიობაა - ყველაფერი რაც ამ დღეს უნდა გააკეთოთ

🔵„ავარიისას გადარჩენილი ბავშვი გარდაცვლილით შეცვალეს“ - კიდევ ერთი შოკის მომგვრელი ამბავი

🔵დღეს მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ვაჭრობას, ახალ კავშირებს - ცაგარელის რჩევა