Digest Logo

„სრულიად განადგურებული ვარ ამ საზარელი საგზაო შემთხვევით - ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ჩემი ოჯახის ტრაგედია თავიდან განმეორდაო“ - მევლუდ მელაძე

1674491584
მევლუდ მელაძე

ავტომრბოლელი მევლუდ მელაძე ფეისბუკის პირად გვერდზე ლილოში მომხდარ იმ ავტოსაგზაო შემთხვევას ეხმაურება, რა დროსაც 1 ადამიანი დაიღუპა და 3 კლინიკაში მოხვდა.

🔵ლილო არენასთან ავარიას ქვეითის სიცოცხლე ემსხვერპლა

„სრულიად განადგურებული ვარ ამ საზარელი საგზაო შემთხვევით. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ჩემი ოჯახის ტრაგედია თავიდან განმეორდაო და ვერ აღგიწერთ რა სიღრმის ტკივილია ეს თითოეული ოჯახისთვის ვინც ყველაზე საყვარელ ადამიანს კარგავს. არ ვიცი როგორი ფორმით შეიძლება მივუსამძიმრო ამ მდგომარეობაში მყოფ ოჯახს იმიტომ, რომ ჩვენთვის მაშინაც და დღემდე ნებისმიერი სამძიმარი გულში ახალი დანის ჩარტყმას ჰგავდა და ისევ ჰგავს.

აღარ ვიცი როგორ მოვიქცე და რით შევაჩერო ეს ქუჩის მკვლელობები. ყველგან სადაც კი შანსი მაქვს ძალას და მონდომებას არ ვაკლებ რომ ავუხსნა ადამიანებს თუ რით შეიძლება დასრულდეს მათი ნებისმიერი არასწორი ქმედება საჭესთან. უკვე ისიც კი მგონია რომ განგებამ ბრძოლა პირადად გამომიცხადა, რადგან ეს შემთხვევა ლილო არენასთან 200 მეტრში მოხდა. ორასიოდე მეტრში იმ ადგილისგან რომელიც იმიტომ შევქმენით რომ ქუჩის რბოლები დაცულ სივრცეში გადაგვეტანა.

ყველას ისევ გთხოვთ გავუფრთხილდეთ ყველაზე ძვირფასს, ერთმანეთის სიცოცხლეს რადგან არ ვიცით როდის როგორი ფორმით შემოგვიბრუნდება ჩვენი არასწორი საქციელი და თუ შეცდომა უკვე დავუშვით როგორც არ უნდა ვეცადოთ დროს უკან ვეღარ გადავახვევთ“, - წერს მევლუდ მელაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ამ კვირაში სიყვარულის პლანეტა თევზებში გადადის - ვინ რას უნდა ელოდოს რომანტიკულ ურთიერთობებში?

🔵„არ არის გამორიცხული, 2023 წელს, რისიც ჩვენ არ გვჯეროდა, ის გამჟღავნდეს“ - გიორგი ლობჟანიძის წლის პროგნოზი

🔵„ამ კვირაში მთავარი ფავორიტი ხართ - იზრდება თქვენი რეპუტაცია“ - მიხეილ ცაგარელი კვირის იღბლიან ნიშანს ასახელებს