
მსახიობი და რეჟისორი რეზი ქაროსანიძე გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა ხელოვანის სიკვდილის ფაქტი მისი ახლობლებისა და მეგობრებისთვის შოკის მომგვრელი იყო.
🎥 ბადრი ესებუას მამის პირველი კომენტარი შვილის დაკავების შემდეგ
რეზი ქაროსანიძის გარდაცვალებას იმერეთის გუბერნატორის ყოფილი მრჩეველი რაულ ქირიაც გამოეხმაურა და მომხდარს შემზარავი ფაქტი უწოდა.
„არ ვიცი რა ვთქვა, შემზარავია ეს ყველაფერი! საშინელებაა, ჯოჯოხეთი, სიტყვით გამოუთქმელი, საზიზღარი, აუტანელი ტკივილი...
შენთან ურთიერთობა ყოველთვის იყო დღესასწაული, შენი ნიჭს არ ჰქონდა საზღვრები, შენ გამორჩეული მეგობრობა და გვერდში დგომა შეგეძლო, შეგეძლო ყოველთვის სხვისით გეცხოვრა, შენთვის მთავარი თეატრის წინსვლა და წარმატება იყო და რამ მოგაფიქრებინა ეს?! სცენაზე, სადაც მტვერიც კი გიყვარდა, როგორ დაემშვიდობე ყველას და ყველაფერს, ან რატომ?! რა ვერ შევამჩნიეთ, საიდან და რატომ მოვიდა შენთან ეს წარმოუდგენელი აზრი?!
ძალიან, ძალიან მენანები და ძალიან მიჭირს შენზე წარსულში საუბარი“, - წერს რაულ ქირია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵🎥 კოსტა სანიკიძე გიორგი კეკელიძესთან საქმის გასარჩევად მივიდა
🔵„დღეს მოიმატებს სექსუალური ენერგია“ - მიხეილ ცაგარელი
🔵„მე ვარ საქართველოში ყოფილების თემის წარმომადგენელი“ - სალომე კაპანაძე