Digest Logo

„არა იპარო, არა ცილი სწამო, არა ქმნა კერპი, არა გული გითქმოდეს, როდემდე?!“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება

1771417699
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:

„ქრისტიანი სულ ბრძოლაშია,
მაგრამ, ამ ბრძოლაში იწყება სწორედ,
ზეციური სიმშვიდის,
ზეციური სიხარულის,
ზეციური ბედნიერების,
ანუ იმ ნეტარებების პერიოდი, რომელიც ცხრა ნეტარებაშია ჩამოთვლილი,
— და ეს, ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა დაიწყოს?!
— სანამდე შეიძლება ახალი აღთქმის ადამიანი, აღმსარებელ-მაზიარებელი, ძველ აღთქმაში ცხოვრობდეს?!
არა იმრუშო,
არა კაც კლა,
არა იპარო,
არა ცილის სწამო,
არა გული გითქმოდეს,
არა ქმნა კერპი,

როდემდე?!
პავლე მოციქული ამბობს — ამაზე ჩვენ საერთოდ არ უნდა ვსაუბრობდეთო,
სირცხვილიც კი არისო ამაზე საუბარი,
აღარ უნდა დადგეს ნეტარებების დრო?!
„ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა...“
ნეტარ,
ნეტარ,
ნეტარ...
ეს არის ქრისტიანობა,
და ამას უნდა ბრძოლა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

დაბადების თარიღი მიუთითებს, რისი გაკეთება ვერ შეძლო ჩვენმა სულმა წინა ცხოვრებაში - „შეიძლება პასიურობდნენ და მალე ღიზიანდებოდნენ“

„როგორ ცდება ხელოვნური ინტელექტი, როგორ გაწვდის არასწორ ინფორმაციას და შეჰყავხარ შეცდომაში“ - რას წერს ზაზა თელია

„მარადის სიხარული არის ერთ-ერთი ნიშანი ჩვენი ქრისტიანობისა...“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება