ცნობილი ტელესახე და „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ტელეწამყვანი ეკო ფანგანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც პროექტის შესახებ წერს.
იგი ნიკა ჩუბინიძის შესახებ წერს, რომელიც პროექტის მონაწილე იყო და პროექტს გამოეთიშა.
„გუშინდელი „ცეკვავენ ვარსკვლავები“ -ის ლაივის შემდეგ ძალიან ვინერვიულეთ მთელმა გუნდმა. პროექტი დატოვა უძლიერესმა წყვილმა, უმაგრესმა ბიჭმა, ნიკა ჩუბინიძემ, რადგან, სამწუხაროდ, იმდენად ცოტა „სმს“ ჰქონდა, რომ მსაჯების უმაღლესმა ქულამაც ვერ უშველა.
შემდეგ კი, აღშფოთებული საზოგადოების კომენტარებმა და წერილებმა ააფეთქა სოცქსელები, რაც სრულიად გასაგებია.
მაგრამ ამდენი გულშენატკივარი თუ არის, თითო ზარი ყველასგან რომ ყოფილიყო (კომენტართან ერთად), ეს შედეგი არ დადგებოდა.
ამიტომ ვიხვეწებით წამყვანები აქტიურობას მუდმივად, რომ შემდეგ გული არ დაგწყდეთ .
ჩემი აზრით, ნიკუშა არა მარტო ამ სეზონის, არამედ ყველა სეზონის გამორჩეული მონაწილეა. წარმატებები მას ყველგან და ყოველთვის.
ჰო და კიდევ.. ვეტოს საშუალება არ იყო გუშინ, რადგან ქართულ ტურში არავინ გავარდა და ისედაც მეტობა გვაქვს, ორი ლაივი და ხუთი წყვილია დარჩენილი.
ეს არ არის ქართული პროექტი, ეს არის BBC -ის პროექტი და, შესაბამისად, წესებიც და კანონებიც მათია.
რამდენი ხანია „ფბ“-ზე სტატუსი არ დამიწერია. მადლობა ყურადღებისთვის“, - წერს ეკო ფანგანი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„არ არის სასურველი ფულის ვალად გაცემა ან ბანკში შეტანა!“ - 11 თებერვლის მეტაფიზიკური პროგნოზი