Digest Logo

„მნიშვნელოვანია, როგორ ვიყავით ადამიანებთან, სანამ ისინი გარდაიცვლებოდნენ....მიცვალებულის სული შემდეგ გვეხმარება ან გვსჯის“ - გია ჯაჯანიძე სიკვდილისა და მადლიერების მნიშვნელობაზე

1770801753
გია ჯაჯანიძე

ტელეწამყვანი გიორგი ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებს თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.

ამჯერად ტელეწამყვანი მორიგ საინტერესო პოსტს აქვეყნებს, სადა გარდაცვლილ ადამიანებთან სიცოცხლეში არსებულ ურთიერთობაზე წერს. მისი თქმით, მიცვალებულის სული შეიძლება დაგვეხმაროს, ან დაგვსაჯოს, დამოკიდებულია იმაზე, როგორ ვექცეოდით მათ სიცოცხლეში.

„სული უკვდავია. გარდაცვლილი ადამიანის სული უკვდავია.

სული ყველაფერს გრძნობს და ხედავს.
მიცვალებულის სული ჩვენ გვეხმარება.
მიცვალებულის სული ჩვენ გვსჯის.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ ვიყავით ჩვენ ადამიანებთან, სანამ ისინი გარდაიცვლებოდნენ, როგორ ვექცეოდით მათ, როგორი მადლიერები ვიყავით მათი, რა დამოკიდებულება გვქონდა მათ მიმართ.

ამბობენ, თუ უბრად (გაბუტული რედ. შენიშვნა) იყავი ადამიანთან და გარდაიცვალა, მთელი ცხოვრება გაგაწვალებს, ამიტომ, აუცილებელია სიცოცხლეში გაარკვიო ადამიანებთან ურთიერთობა.

მიცვალებულის სული ყველაფერს გრძნობს, თუ მას გარდაცვალებამდე რამე მოატყუე, მასზე ცრუ ისაუბრე, განიკითხე და უდიერად მოიხსენიე, ან მისი სიკვდილი ინატრე.

იციან დანაშაულს რომ სჩადიან ადამიანები, იციან ცუდს რომ ფიქრობენ და ამბობენ, მაგრამ მაინც...

არასოდეს არავის არაფერი შერჩენია, მაგრამ მაინც...

არასოდეს ქარის მოტანილი არავის შერჩენია, მაგრამ...

მაინც ვერ ისწავლა ადამიანმა, რომ „ორი ბატონის მსახური ვერ იქნები“

„როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი“, - წერს გია ჯაჯანიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„თუ დარწმუნებულები ვართ, რომ ახალი ურთიერთობა კარგს ვერაფერს მოგვიტანს, დაშორება გარდაუვალი ხდება“ - როგორ გავათავისუფლოთ გონება უარყოფითი ფიქრებისგან

⭕„არ არის სასურველი ფულის ვალად გაცემა ან ბანკში შეტანა!“ - 11 თებერვლის მეტაფიზიკური პროგნოზი

⭕„შეინარჩუნეთ პოზიტიური განწყობა, რაღაცები შეიძლება ისე არ წავიდეს, როგორც გეგმავდით“ - 11 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი