Digest Logo

„არაა გამორიცხული საინტერესო სიზმრები ნახოთ და მიიღოთ ესა თუ ის მინიშნებები...“ - გიორგი ლობჯანიძე ჰელოუინზე

1761734008
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.

ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ჰელოუინზე წერს:

 „რა უნდა ვიცოდეთ ,,ჰელოუინის - Halloween’’, დღესასწაულის შესახებ? დღევანდელ პოსტში სიღრმისეულად სწორედ ამ საკითხს შევეხები:

რეალურად, ჰელოუინი დაფუძნებულია უძველეს კელტურ დღესასწაულზე, რომელსაც ,,სამჰეინს Samhain’’ უწოდებენ. ეს იყო დრო, როდესაც ფიქრობდნენ, რომ წლის ყველაზე ბნელი პერიოდი იწყებოდა, 31 ოქტომბერს კი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ზღვარი იშლებოდა.

თუ ჩვენ მოძრავ მთვარის ფაზებს გავყვებით, ასტროლოგიურად ჰელოუინის დღის მუხტი უკვე იყო ოქტომბრის ახალმთვარეობას, როდესაც მზე და მთვარე შეუერთდნენ ერთმანეთს, ამან მოიტანა ღრიანკალის, ანუ მორიელის ნიშნის მუხტის პიკური ეგზალტაცია, მაგრამ კელტებმა კარგად იცოდნენ გაანგარიშება და ზოდიაქობრივი ველების არსი, ამ დღის აღნიშვნა 31 ოქტომბრის ღამით - 1 ნოემბრის პერიოდშია მონიშნული.

მრავალი საუკუნის წინათ ეს დღე დიდი ბრიტანეთის მიწებზე ირლანდიის, შოტლანდიისა და უელსის მიდამოებში აღინიშნებოდა ფერმერული წლის დასასრულის ნიშნად.

და მაინც რა ხდებოდა? იმ დროის საზოგადოება ფიქრობდა, რომ ამ დღით მიცვალებულთა სულები ცოცხალთა სამყაროს სტუმრობდნენ, შესაბამისად, ანთებდნენ დიდ კოცონებს, რომ მათში ბოროტი სულები დაეფრთხოთ, იცვამდნენ სხვადასხვა უცნაურ ტანსაცმელს, ზოგი კი უბრალოდ ტოვებდა საკვებს პატივისცემის ნიშნად.
გარკვეული ეტაპების შემდეგ დღესასწაულის ერთ-ერთი ძირითადი ატრიბუტი გახდა ,,ჯეკის ფარანი“, გოგრა და მასში ანთებული სანთლები.

ერთ-ერთი ვერსიით, ეს ამბავი უკავშირდება ირალნდიურ ლეგენდას ერთ მოხუც ფერმერ ჯეკზე, რომელიც აზარტული თამაშების მოყვარული და ალკოჰოლიკი იყო. ლეგენდის თანახმად, მან ორჯერ მოატყუა ეშმაკი, სიკვდილის შემდეგ ვერც სამოთხეში მოხვდა (თავისი მანკიერი ცხოვრების წესის გამო) და ვერც ქვესკნელში, რადგან დემონმა შეჰფიცა, რომ ჯოჯოხეთში არ წაიყვანდა.

მაშასადამე, მისი სული დახეტიალობს გოგრის თავითა და მასშჯი მბჟუტავი ნახშირით, რომელიც ჯეკმა გზის გასანათებლად ეშმაკისგან მიიღო. სწორედ ამ ლეგენდის შესაბამისად გახდა ჰელოუინის დღის შეფერილობა ნარინჯისფერი და შავი.

დროთა განმავლობაში კი ეს დღე ყველამ ისე მოირგო, როგორც სურდათ. დღეს კოსტიუმებმა ჩაანაცვლა სხვადასხვა გადასაცმელი სამოსი, ხილი კი ნუგბარმა. ამ დღეს ბევრი განასახიერებს რომელიმე გარდაცვლილ პერსონაჟს, იქნებიან ესენი ცნობილი თუ უცნობი პირები, არ ესმის ბევრს, რომ არც სულიერი და არც ენერგეტიკული ხაზით არაა ეს სწორი და არც ამის საჭიროება არ დგას.

მეცნიერული ხაზით ამ დღის ჭეშმარიტი არსი ასეთია:

ადამიანები ემშვიდობებიან ყველაფერ დრომოჭმულს, ძველს, გამოუსადეგარს. ბუნება ემზადება ღრმა ძილისთვის, ახლოვდება ზამთარი, ამიტომ თქვენ შეგიძლიათ, რომ მიმართოთ გენერალურ კერხერიზაციას, განიტვირთოთ საბოლოოდ თქვათ უარი ყველა ნეგატივზე და სულიერად განახლდეთ.

სამწუხაროდ, დროის გასვლასთან ერთად, ე.წ. „შავი მაგიის“ მიმდევრების გააქტიურება ვიხილეთ, რამაც დიდწილად დააზარალა, როგორც მათი სულები, ისე ბევრი გარშემომყოფი.

შავი მაგია ავტომატურად ნიშნავს - ბნელი ძალის, ენერგიის ან უჩვეულოდ ძლიერი ცოდნის გამოყენებას სხვა ადამიანის დასაზიანებლად.

ესაა ჩარევა სხვის ცხოვრებაში, ნების გარეშე. შესაძლოა იყოს წყევლაც, ფსიქოლოგიური მანიპულაცია ან ენერგეტიკული ზეწოლა.

ფაქტობრივად, სხვისადმი ზიანი, საკუთარი სარგებლობისთვის.

ყველა სულიერ მოძღვრებაში, ქრისტიანულიდან - ბუდიზმამდე, თუკი რამე არსებობს გვაქვს ერთი პრინციპი: ,,რაც არ გსურს რომ სხვამ გაგიკეთოს, შენც ნუ გაუკეთებ ამას სხვას“.

შავის გამოყენებით კი ეს პრინციპი ირღვევა, ხოლო მისი გამკეთებელი მკაცრად დაისჯება უფლისგან.
აღმოსავლეთში, ხან და ხან, იძახიან ხოლმე „სამმაგი დაბრუნების“ კანონით მიეზღო თავისიო. ეს ნიშნავს რომ რასაც სამყაროში გააგზავნი, სამჯერ მეტი დაგიბრუნდება“.

როგორც სოკრატე ამბობდა - „ბოროტება არ არის ბუნებრივი, ის უცოდინარობიდან მოდის“.

ასეა ზუსტად! ადამიანმა რომ იცოდეს ამ დროს რას აკეთებს, ამდენს კი არ იზამდა! დღეს მოდაშია დაბმული კაცი, დაბმული ქალი, მაგიური მტრობა და უაზროდ ბევრი შავი სანთლები და ასევე სხვადასხვა ფერის ატრიბუტები. სამწუხაროდ, თბილისი და ზოგადად, საქართველო ამ ბნელი მაგიური ძალების თავშესაფრად იქცა.
ვინც შავს აქტიურად მიმართავს, მათთვის განსაკუთრებულად ვამპირული ყაიდის დღეა.

ასეთები, ფაქტობრივად, არ არიან ადამიანები, მათ უბრალოდ დემონებთან აქვთ კონტრაქტი დადებული და გირჩევთ რომ მათგან თავი შორს დაიჭიროთ.

სწორედ ამიტომ დააწესა დედა ეკლესიამ და მართლმადიდებლურმა სამყარომ 1 ნოემბერი ყველა წმინდანის ხსენების დღედ! ეს კარგი გამოსავალი იყო იმისთვის, რომ წარმართული მავნებლობებისგან დაცლილიყო ხალხი.
ვიმეორებ, ამ დღეს აქვს სუფთა დაწურული ეზოტერული არსი, რაც თავში ვახსენე, ხდება დედამიწაზე ბუნების მიძინებისთვის მზადება, ფერმერული წლის დასასრული და აბსოლუტური ტრანსფორმაცია, რაც ძალიან საინტერესოა, მაგრამ დანარჩენი ბევრი რამ უბრალოდ ზედმეტია.

არც თქვენ არ გირჩევთ არავის მონაწილეობის მიღებას. ვხედავ მაღაზიებს, სამწუხაროდ, სავსეა გასაყიდი პროდუქტები, თუმცა არც კი იციან რა ცოდვაში დგამენ ფეხს.

ზუსტად, ამ დღეს ბევრი მარტივად უყურებს ამ ყველაფერს, მაგრამ მეორე მხარისთვის, რომელიც შენიღბულია და დაფარულში აკეთებს იმ სისაძაგლეს, რითაც უამრავი ადამიანის ცხოვრება ისპობა, ზუსტად მაგათ აწყობთ რომ თქვენ ყველამ რამენაირად მიიღოთ ასეთ რიტუალებში მონაწილეობა, თუნდაც კოსტიუმების ჩაცმით და სხვა მეტი არაფერი.

31-ში და 1-ში ეცადეთ, რომ დადგეთ ნათელი ძალების გვერდით. საქართველო ქრისტიანული კულტურის ქვეყანაა და ეცადეთ, რომ დეტალებამდე გაყვეთ მოვლენებს, ნუ უღალატებთ თქვენი ქცევით ქრისტე ღმერთს!

ამ დღეს მეტად გაიწმინდეთ, დაფიქრდით თქვენს წარსულ ნაბიჯებზე ან უბრალოდ წლის შეჯამებისთვის გადახედეთ რა გაქვთ გასაკეთებელი, სად ჯობია გაჩერება და სად გაგრძელება.

ნოემბერი, ისედაც დატვირთული თვე იქნება, მერკურიც რეტროგრადული ხდება 9 რიცხვიდან, ამიტომ მოასწარით თუკი რამე გაქვთ დასამთავრებელი და შემდგომ გადადით რუტინული საკითხების მოგვარებაზე.

სხვა მხრივ, მხიარულობა თქვენს მსგავსად, მეც მიყვარს, ასეთ წუთებში მეტი გაერთეთ, დადებითად დაიმუხტეთ, შესანიშნავი დროა ლოცვის გარდა ფსიქოლოგიური სეანსებისთვის, ქვეცნობიერზე მუშაობისა და დაკვირვებისთვის. ბევრმა თქვენგანმა, არაა გამორიცხული საინტერესო სიზმრები ნახოთ და მიიღოთ ესა თუ ის მინიშნებები, შეგიძლიათ ჩაიწეროთ კიდეც.

ნაწილობრივ, კარგია წმენდვითი პროცედურები და წყლის აბაზანები, მენტალური ფოკუსირება საკუთარ სულსა და სხეულზე“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ემ­ბა­ზია, რო­მე­ლიც სიმ­სივ­ნეს, ას­თმურ - რევ­მა­ტულ და­ა­ვა­დე­ბებს და უნა­ყო­ფო­ბას კურ­ნავს“ - სად არის საიდუმლო ადგილი თბილისში, სადაც სასწაულმოქმედი, მაკურნებელი წყაროები მოედინება

🎥 „კარგი სიახლე მაქვს თქვენთვის...“ - ნუკი კოშკელიშვილი ახალ კადრებს აქვეყნებს

⭕„გამარჯვებას მოვიპოვებთ.... არა იღბლით, არამედ მძიმე შრომით და იმ მსხვერპლით“ - რა კადრებს აქვეყნებს ილია თოფურია