ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„ჩვენ სამეფო და სამღვდელო დასი ვართ, ყველა.
იერარქიულად შეიძლება არ ხარ მღვდელი, მაგრამ ვინ არის მოძღვარი?!
— აი, დედა რომ სახლში შვილებს ზრდის,
— ადამიანს რომ ურწმუნო მეუღლე ჰყავს, ან და ჰყავს ურწმუნო, ან ბებია, ან თანამშრომელი,
შენ თუ ქრისტიანი ხარ,
შენ ფიქრობ, რომ მისი მოძღვარი არ ხარ?!
ქადაგად კი არ უნდა დავარდე,
მაგრამ შენ, შენი ცხოვრების წესით — უნდა ანათებდე,
და თუ გკითხავს,
შენი სიტყვა არა მხოლოდ ლოგიკური უნდა იყოს — არამედ მადლიანი.
ჩვენ მოწოდებული ვართ ამისთვის“, - წერს თეოდორე გიგნაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ცნობილია, როდის და სად იხსენება საქართველოში Starbucks-ის პირველი ობიექტი
⭕ დღეს, 16 აპრილს, მარტვილში „წაჩხურობა“ აღინიშნება - რწმენა და იმედი უშვილოებისთვის