Digest Logo

„ბევრი ცოდნა არ ნიშნავს სიბრძნეს, სწორად გამოყენებული გამოცდილებაა, უნარი, რომ ემოციებმა არ შეგიშალოს ხელი“ - გიორგი ლობჯანიძე

1776328359
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.

ამჯერად ლობჯანიძემ ახალი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ქველმოქმედება არ არის სიმდიდრის ნიშანი, ის ადამიანობის ნიშანია:

„ვფიქრობ, რომ ხშირად ბედნიერება არჩევანია. არა იმიტომ, რომ ყველაფერი კარგადაა, არამედ, იმიტომ, რომ შენ გადაწყვეტ როგორ შეხედო ყველაფერს.

და რაც უფრო ცდილობ ყველაფრის კონტროლს, ეს გრძნობაც გისხლტება ხელიდან.

ზოგჯერ სიკეთის კეთება ძალიან რთულია. შენებას მოითხოვს და ამიტომ.

ბევრი ცოდნა არ ნიშნავს სიბრძნეს. სიბრძნე სწორად გამოყენებული გამოცდილებაა.

სიბრძნე არის უნარი, რომ ემოციებმა არ შეგიშალოს ხელი გადაწყვეტილებებში.

ქველმოქმედება არ არის სიმდიდრის ნიშანი, ის ადამიანობის ნიშანია!

და როცა სხვას უმსუბუქებ ტკივილს, ამ დროს შენც მსუბუქდები“, - წერს გიორგი ლობჯანიძე. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„მათთვისაა, ვისაც შეუძლია არა მხოლოდ გადარჩეს, არამედ შექმნას, განამტკიცოს და სხვებიც შთააგონოს...“ - 16 აპრილის ენერგიები

„იერარქიულად შეიძლება არ ხარ მღვდელი, მაგრამ ვინ არის მოძღვარი?!“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება

⭕ცნობილია, როდის და სად იხსენება საქართველოში Starbucks-ის პირველი ობიექტი