ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„ადამიანი ლოცვებს კითხულობს მიჯრით,
ჩქარა, ჩქარა, ჩქარა...
და მათ შორის ამბობს – „დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა“,
მიერეკება,
მიერეკება...
სინამდვილეში ეს – „დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა“, არის ცოცხალი ღმერთის დიდებულების განცდა ჩემში,
და როცა ჩემი სიტყვა არ შეესაბამება აი ამ განცდას
და გამოცდილებას,
ეს არის გასროლილი სიტყვა,
ტყუილი,
არაფრის მომცემი.
და როგორც სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი ამბობს – არაფერი ისე არ ანრისხებს ღმერთს, როგორც უაზროდ წარმოთქმული ლოცვის სიტყვები“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესეთ:
⭕ მსოფლიო ოკეანე ივნისში რეკორდულად გაცხელდა🌊
🎥 „სულ რაღაც 418 ლარი გადავიხადე...“ - რა ვიდეოს აქვეყნებს სალი წვერავა ბათუმის ერთ-ერთი რესტორნიდან
⭕ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღავლენს