Digest Logo

„მშობლის სიტყვა შვილს მთელი ცხოვრება მიჰყვება, თქვენი სიტყვების სარჩული მუდმივად სიყვარული და მიმღებლობა უნდა იყოს“ - ფსიქოლოგი

1773087632
ბავში და მშობელი

ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი ნანა ფიფია სოციალურ ქსელში მშობლებს მნიშვნელოვან რეკომენდაციებს უზიარებს. 

იგი ამბობს, რომ მშობლის სიტყვა შვილს  მთელი ცხოვრება მიჰყვება:

„მშობლის სიტყვა შვილს მიჰყვება მთელი ცხოვრება.

არა აქვს მნიშვნელობა, ბავშვი შეცდომას უშვებს თუ არა, გრძნობს დაძაბულობას, ტკივილს, სირცხვილს თუ შიშს- სიტყვებს უდიდესი ძალა და გავლენა აქვს მასზე.

რასაც არ უნდა ეუბნებოდეთ, თქვენი სიტყვების სარჩული მუდმივად სიყვარული და მიმღებლობა უნდა იყოს. ამას ბავშვი ყოველთვის ხვდება, ისმენს, იგებს და იღებს.

ეს სიტყვები არ იკარგება დროში, პირიქით, ეს ბავშვს ზრდასრულ ცხოვრებაში მოაქვს. მოაქვს ტვირთად თუ ძალად, აი, სწორედ ამაზე აქვს პასუხისმგებლობა მშობელს“, - წერს ნანა ფიფია.

ასევე დაგაინტერესებთ:

„მოუსმინეთ საკუთარ სურვილებს და ენერგია იმაზე მიმართეთ, რაც ნამდვილად გინდათ“ - 10 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

როგორ შევაყვაროთ ბავშვებს სწავლა - 5 რჩევა მშობლებს

„ცოდვა არ არის ეს ვჭამე, ვიღაც მოვკალი, გარყვნილება ჩავიდინე, ეს ყველაფერი ნაყოფებია...“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება