მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში საინტერესო სტატუსებით გამოირჩევა.
ამჯერად იგი აქვეყნებს პოსტს, სადაც დასავლეთ საქართველოს ზამთრის რუტინაზე საუბრობს.
„ვისაც დასავლეთ საქართველოში უცხოვრია, ზეპირად იცის უმძიმესი რიტუალი – წამოდგომა შეზამთრებისას.
ღუმელიან ოთახში იქ იშვიათად თუ წვება ვინმე. თუ ოდა- სახლია – ცხადია, რომ მეორე სართულზე, თუ „ბელეტაჟი” – „ფეჩიდან” რაც შეიძლება შორს. არის აქ რაღაც შუა მაზოხიზმსა და პაკაზუხობას შორის.
ვინც თბილ, ყოველდღიურ ოთახში იძინებდა, თან რაცხა უცნაური ოჯახიდან იყო, თან გაუგებრად გვშურდა მისი, თითქოს ჩვენ არ შეგვეძლო. ჰოდა, დაწოლა ცალკე და წამოდგომა ხომ ცალკე და ცალკე. ტანსაცმელი ყინვაში რომ ცუდად გაწურულს გაფენ და ზევიდან თოვლი მოუსწრებს – ამგვარის მეზობელ დღეშია.
„სირისტია, სირისტი იქინე” და იმიტომ.
მაგრამ არაფერია იმაზე უკეთესი, როცა ვინმე წამოდგება შენამდე და ცეცხლს დაანთებს. თუ სამოთხე არსებობს, ეს გზა იქნება სამოთხე, წუთ-ნახევარი გზა „სპალნიდან“ „ფეჩის“ ოთახამდე. გათბობის განცდით სავსე გზა. ვისაც ეს გზა არ გაგივლიათ, სამოთხეში ვერ მოხვდებით. და თუ მოხვდებით, ვერ მიხვდებით, რომ სამოთხეა“, - წერს გიორგი კეკელიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩემს ეზოშიც ოქროსფერი შემოდგომაა“ - გიორგი კალანდია
⭕„იხარეთ და იბედნიერეთ“ - ნინო ჩხეიძემ მამის 70 წლის იუბილე აღნიშნა