ცოტა ხნის წინ ტელეწამყვანი ლიკა ევგენიძე მესამე შვილის დედა გახდა. ლიკას და მისი მეუღლე ნიკა კოჩაროვს გოგო შეეძინათ.
წყვილმა ახალდაბადებულს ალისა დაარქვა. იგი უკვე ერთი თვის გახდა.
სამი შვილის დედა 20 ნოემბერს იუბილარი იყო. მან სოციალურ ქსელში ოჯახური კადრები გაავრცელა, სადაც ჩანს როგორ აღნიშნა ტელეწამყვანმა დაბადების დღე.
„ჩვენ შეჩვეულები ვართ ან წარსულში ან მომავალში ყოფნას. სულ გვგონია რომ ბედნიერი მომენტი უკვე იყო ან უნდა იყოს მომავალში და ველოდებით იმ იდეალურ დროს. არა და ძალიან მარტივ რაღაცებშია ბედნიერება, თუ ხარ ცნობიერი მოცემულ მომენტში, გულიც ივსება სიყვარულით, მადლიერებით და ნისლიც სცილდება შენს თვალებს და გონებას.
მიყვარს ყოველი წამი ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად გატარებული და მადლიერი ვარ ყველაფრის. მადლობა თქვენ ამდენი დადებითი ემოციისთვის და სიყვარულისთვის“, - წერს ლიკა ევგენიძე.
View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ: